პატარა ქვიშიანი უდაბნო
იერსახე
პატარა ქვიშიანი უდაბნო (ინგლ. Little Sandy Desert) — უდაბნო დასავლეთ ავსტრალიაში. მდებარეობს დასავლეთი ავსტრალიის შტატში. ავსტრალიის უდაბნოებს შორის ფართობის მიხედვით მას მეექვსე ადგილი უკავია და შეადგენს 111 500 კმ², რაც მთელი კონტინენტის 1.5%-ია. დიდი ქვიშიანი უდაბნოს ესაზღვრება ავსტრალიის ორი უდაბნო ესენია გიბსონის უდაბნო და დიდი ქვიშიანი უდაბნო. მისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი პლატოა. უდაბნოს ტერიტორიაზე მდებარეობს დისაპოინტმენტის ტბების ნაწილი.
აქ ყოველწლიური ნალექების რაოდენობა 150—200 მმ-ს არ აღემატება. ზაფხულობით უდაბნოში საშუალო ტემპერატურა შეადგენს 22 - 38,3° ხოლო ზამთრობით 21,3° C.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Across Australia Motorbike Tour დაარქივებული 2009-04-13 საიტზე Wayback Machine.