კანდიდ ჩარკვიანი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 76: | ხაზი 76: | ||
[[კატეგორია:1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 20 წლის მედლით დაჯილდოებულები]] |
[[კატეგორია:1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 20 წლის მედლით დაჯილდოებულები]] |
||
[[კატეგორია:1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლის მედლით დაჯილდოებულები]] |
[[კატეგორია:1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლის მედლით დაჯილდოებულები]] |
||
[[კატეგორია:1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წლის მედლით დაჯილდოებულები]] |
14:56, 20 ივნისი 2024-ის ვერსია
კანდიდ ჩარკვიანი | ||||||||
კანდიდ ჩარკვიანი (მარჯვნივ) მიხეილ კალინინთან, 1944. | ||||||||
საქართველოს სსრ კომპარტიის ცკ მე-11 პირველი მდივანი | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||||||||
31 აგვისტო,1938 – 2 აპრილი, 1951 | ||||||||
წინამორბედი | ლავრენტი ბერია | |||||||
მემკვიდრე | აკაკი მგელაძე | |||||||
დაბადებული | 1904 ცაგერი, რუსეთის იმპერია | |||||||
გარდაცვლილი | 1994 თბილისი, საქართველო | |||||||
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა საქართველო | |||||||
ეროვნება | ქართველი | |||||||
პოლიტიკური პარტია | საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია | |||||||
მამა | ნესტორ ჩარკვიანი | |||||||
შვილები | გელა ჩარკვიანი | |||||||
ჯილდოები |
კანდიდ ჩარკვიანი (დ. 1904, ცაგერი — გ. 1994, თბილისი) — საქართველოს სსრ პარტიული მოღვაწე, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 15 წლის განმავლობაში, 1938-1953 წლებში.
ბიოგრაფია
დაიბადა 1904 წელს ცაგერში. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1930 წელს გაწევრდა საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიაში და 1937 წელს გახდა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის განათლებისა და კულტურის სამმართველოს უფროსი. 1937-1938 წლებში ეკავა საქართველოს სსრ-ის მწერალთა კავშირის პირველი მდივნისა და საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობები.
1937-1952 წლებში საქართველოს ცკ-ის ბიუროს წევრი[1], 1938-1952 წლებში კი საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი[1]. იოსებ სტალინმა ჩარკვიანის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც ქართულ გაზეთებში პირველად წაიკითხა მისი სტატიები. 1937 წელს ჩარკვიანი საქართველოს სსრ კპ ცენტრალურ კომიტეტის განათლებისა და კულტურის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. იმავე წლის სექტემბერში ჩარკვიანი საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი გახდა. ამ პოსტზე ყოფნისას, მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა „ვეფხისტყაოსნის” 750 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებების დაგეგმავასა და განხორცილებაში.
1938 წელს, ლავრენტი ბერიას სსრკ „ჩეკას“ უფროსად დანიშვნის და მოსკოვში გადასვლის შემდეგ გახდა საქართველოს სსრ ცეკას პირველი მდივანი. ამ პოსტზე ის 15 წლის განმავლობაში, 1952 წლის აპრილამდე დარჩა. ეს იმ დროისთვის ყველაზე ხანგრძლივი მოღვაწეობა იყო. მასზე მეტ ხანს ცეკას პირველ მდივნად მხოლოდ ვასილ მჟავანაძემ იმუშავა 1953-1972 წლებში. 1939-1952 წლებში იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. ჩარკვიანი წინამორბედ ბერიასგან განსხვავებით ზომიერი და კეთილგონიერი მმართველი იყო. მის დროს განხორციელდა ის ცვლილებები, რომლებმაც შეცვალა საბჭოთა საქართველო, მოხდა სწრაფი ელექტროფიკაცია, ინდუსტრიალიზაცია და სოფლის მეურნეობის მექანიზაცია. სამრეწველო ცენტრებად იქცნენ ქუთაისი, ზესტაფონი, ტყვარჩელი, გორი, მახარაძე, ჭიათურა, ტყიბული. დიდ ქალაქად იქცა თბილისი. ჩარკვიანის დროს განხორციელდა შემდეგი პროექტები: კოლხეთის ჭაობის დაშრობა, აღმოსავლეთ საქართველოში არხების გაყვანა, შირაქის ველის დამუშავება, მეტალურგიულ ქალაქ რუსთავის გაშენება. ასევე მის დროს მოხდა 120 000-ზე მეტი მაჰმადიანი ქართველის აყრა და გადასახლება სამშობლოდან.[2]
1951 წელს საქართველოში მყოფ სტალინს უშიშროების მინისტრმა რუხაძემ მოახსენა, რომ საქართველოში ორმაგი სეპარატისტული შეთქმულება მზადდებოდა, საერთო ქართული და მეგრული. ამას მოჰყვა ხელმძღვანელ მუშაკთა, მათ შორის ჩარკვიანის, გადაყენება და 35 000 ადამიანის გადასახლება საქართველოდან. გადასახლება 1951 წლის 25 დეკემბერს განხორციელდა.
1981-1988 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის ეკონომიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. 1987 წელს მიიღო ხალხთა მეგობრობის ორდენი. გარდაიცვალა 1994 წელს, ქალაქ თბილისში[3].
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 საქართველოს ცკ-ის VIII პლენუმის დადგენილება, 1 - 2.4.1952
- ↑ გერონტი ქიქოძე, „თანამედროვის ჩანაწერები“ გვ. 105-108 — „არეტე“, თბილისი, 2003 ISBN 99940-745-6-3
- ↑ კანდიდ ჩარკვიანი
|
- ლენინის ორდენის კავალრები
- წითელი დროშის ორდენის კავალრები
- სამამულო ომის I ხარისხის ორდენის კავალრები
- ხალხთა მეგობრობის ორდენის კავალრები
- დაბადებული 1904
- გარდაცვლილი 1994
- ჩარკვიანები
- საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის პირველი მდივნები
- ცაგერის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- საკავშირო კპ-ის (ბ) XVIII ყრილობის დელეგატები
- საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები
- ვლადიმერ ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავი მედლით დაჯილდოებულები
- კავკასიის დაცვისათვის მედლით დაჯილდოებულები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის მედლით დაჯილდოებულები
- 1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 20 წლის მედლით დაჯილდოებულები
- 1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლის მედლით დაჯილდოებულები
- 1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წლის მედლით დაჯილდოებულები