The Yardbirds
The Yardbirds | |
---|---|
The Yardbirds, 1966. მარცხნიდან: ჯეფ ბეკი, ჯიმი პეიჯი, კრის დრეია, კით რელფი და ჯიმ მაკ-კარტი. | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ლონდონი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | |
აქტიური |
|
ლეიბლ(ებ)ი | |
წევრები | |
ყოფილი წევრები | იხილეთ წევრების სრული სია |
საიტი | theyardbirds.com |
The Yardbirds ვიკისაწყობში |
The Yardbirds — ინგლისური როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული 1963 წელს. 1960-იანებში მას ჰქონდა მთელი რიგი ჰიტების, მათ შორის - „For Your Love“, „Heart Full of Soul“, „Shapes of Things“ და „Over Under Sideways Down“. ჯგუფში დაიწყო გიტარისტების, ერიკ კლეპტონის, ჯიმი პეიჯის და ჯეფ ბეკის კარიერა - ყოველი მათგანი შემდგომში Rolling Stone-ის ყველა დროის 100 უდიდესი გიტარისტის სიაში მოხვდა.[4]
ჯგუფი, რომელიც ცნობილი იყო ინსტრუმენტული შუალედური იმპროვიზაციებით[5], შემდგომში ასრულებდა კომპოზიციებს პოპ-მუსიკის, ფსიქოდელიური და მძიმე როკის ელემენტებით. მან გავლენა იქონია 1960-იანებში ჩამოყალიბებულ ტრადიციებზე, რომლებიც უკავშირდება ელექტროგიტარის ჟღერადობას. ჯგუფის საავტორო კომპოზიციების დიდი ნაწილის ავტორები იყვნენ ვოკალისტი კით რელფი, დრამერი ჯიმ მაკ-კარტი და ბასისტი და პროდიუსერი პოლ სემუელ-სმითი. ისინი, რიტმულ გიტარისტ და ბასისტ კრის დრეიასთან ერთად, შეადგენდნენ ჯგუფის ძირითად ნაწილს.
ჯგუფის გავლენა დროთა განმავლობაში გაიზარდა. მათ იქონიეს გავლენა ისეთ კოლექტივებზე, როგორიც არიან Count Five და The Shadows of Knight.[6] როკის კრიტიკოსები და ისტორიკოსები თვლიან, რომ The Yardbirds-მა, თუ არ შექმნა, სულ მცირე, წვლილი შეიტანა „ფსიქოდელიური მუსიკის დაბადებაში“[7], საფუძველი ჩაუყარა პანკ-როკის, პროგრესული როკის და მძიმე მეტალის, ისევე, როგორც სხვა ჟანრების ადრეულ ფორმებს.[6][8]
1968 წელს ჯგუფი დაიშალა. ჯიმი პეიჯი, წამყვანი გიტარისტი, ლედ ზეპელინის წევრი გახდა, რელფის და მაკ-კარტის მიერ ჩამოყალიბდა სიმფონიური როკ-ჯგუფი Renaissance. The Yardbirds 1990-იანებში აღდგა, მაკ-კარტის, დრეიას და სხვა ახალი წევრების მონაწილეობით. ისინი 1992 წელს გახდნენ როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრები.[9] Rolling Stone-მა კოლექტივი შეიყვანა „ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებლის“ სიაში და VH1-ის „მძიმე როკის 100 უდიდესი შემსრულებლის“ სიაში #37 ადგილს იკავებდა.[10][11]
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Five Live Yardbirds (1964)
- For Your Love (1965)
- Having a Rave Up with The Yardbirds (1965)
- Roger the Engineer (1966)
- Little Games (1967)
- Birdland (2003)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „The Yardbirds“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- The Yardbirds როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ შემდეგ წყაროებში მითითებულია, რომ ჯგუფი უკრავდა ბლუზ-როკს:
- ნოულსი, კრისტოფერ (2010). The Secret History of Rock 'n' Roll. Viva Editions. ISBN 978-1573444057.
- ტალევსკი, ნიკ (1999). The Encyclopedia of Rock Obituaries. Omnibus Press, გვ. 356. ISBN 978-0711975484.
- უიტმერი, სკოტ (2009). History of Rock Bands. Abdo Publishing Company, გვ. 18. ISBN 978-1604536928.
- უოდემსი, უეინ (2001). Inside the Hits: The Seduction of a Rock and Roll Generation (Pop Culture). Omnibus Press, გვ. 189. ISBN 978-0634014307.
- ↑ შემდეგ წყაროებში მითითებულია, რომ ჯგუფი უკრავდა ფსიქოდელიურ როკს:
- კოქრენი, ბობი (2003). The Eddie Cochran Story: Three Steps to Heaven. Hal Leonard Corporation, გვ. 43. ISBN 978-0634032523.
- კოუპი, ჯულიან (2007). Japrocksampler: How the Post-War Japanese Blew Their Minds on Rock 'n' Roll. Bloomsbury UK. ISBN 978-0747589457.
- ფრენკ რედონი (10 July 2012). Sonic Boom: The Impact of Led Zeppelin. - Break and Enter. eBookIt.com, გვ. 17. ISBN 978-0-9784446-5-5.
- (27 February 2007) Rock and Roll: An Introduction. Cengage Learning, გვ. 206. ISBN 1-111-79453-7.
- ↑ შემდეგ წყაროებში მითითებულია, რომ ჯგუფი უკრავდა რიტმ-ენდ-ბლუზს:
- (1 November 1994) New Book of Rock Lists. Simon and Schuster, გვ. 282. ISBN 978-0-671-78700-4.
- ფილ თომპსონი (2007). The Best of Cellars: The Story of the Cavern Club. Tempus, გვ. 53. ISBN 978-0-7524-4202-0.
- ნაიჯელ უილიამსონი (2007). The Rough Guide to the Blues. Rough Guides, გვ. 63. ISBN 978-1-84353-519-5.
- (1998) The Virgin Encyclopedia of R&B and Soul. Virgin, გვ. 102. ISBN 978-0-7535-0241-9.
- ↑ 100 Greatest Guitarists. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-14. ციტირების თარიღი: 2017-04-29
- ↑ The Yardbirds Biography. ციტირების თარიღი: 2017-04-29
- ↑ 6.0 6.1 ბენგსი, ლესტერ (1987). Psychotic Reactions and Carburetor Dung. https://books.google.com:+ Random House, გვ. Part One: Psychotic Reactions and Carburetor Dung, a tale of these times. ISBN 978-0-8041-5016-3.
- ↑ პაუერი, მარტინ (2014). Hot Wired Guitar: The Life of Jeff Beck. https://books.google.com/:+ Omnibus Press. ISBN 978-1-78323-386-1.
- ↑ The Yardbirds Biography. ციტირების თარიღი: 2017-04-29
- ↑ "The Yardbirds: inducted in 1992" დაარქივებული 2010-03-23 საიტზე Wayback Machine. . The Rock and Roll Hall of Fame and Museum. Retrieved 26 April 2012
- ↑ VH1: '100 Greatest Hard Rock Artists': 1–50. VH1:Rock on the Net. Retrieved 16 April 2012
- ↑ ტაილერი, სტივენ. "The Yardbirds: 100 Greatest Artists of All Time". Rolling Stone. Retrieved 26 April 2012
|