Sharp
დაფუძნდა | 15 სექტემბერი, 1912 |
---|---|
სათავო ოფისი | იაპონია |
მმართველი |
ტოკუძი ჰაიაკავა[1] |
პროდუქცია |
ტელეფონი ფაქსი მობილური ტელეფონი საყოფაცხოვრებო ნივთები კალკულატორი |
შემოსავალი | 2.050 ტრილიონი იაპონური იენა (2017)[2] |
მთლიანი შემოსავალი | 34.67 მილიარდი იენა (2017)[2] |
სუფთა მოგება | 24.87 მილიარდი იენა (2017)[2] |
თანამშრომელი | 41,898 (2017)[2] |
საიტი | sharp.co.jp |
შარპი — ცნობილი იაპონური ტექნიკის კომპანია, რომელიც შეიქმნა 1912 წლის 15 სექტემბერს. მისი დამფუძნებელი იყო ტოკიოს მკვიდრი ახალგაზრდა ტოკუძი ჰაიაკავა. თავდაპირველად კომპანია შეიქმნა არა როგორც ელექტრონიკის მწარმოებელი, არამედ დაკავებული იყო მეტალის ნაწარმის რემონტით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1915 წელს ტოკუძი აპატენტებს თავის გამოგონებას — ნიკელის კორპუსიან მექანიკურ ფანქარს, რომელსაც გათლა არ სჭირდება და იწყებს მის სერიულ წარმოებას.
1923 წელს ძლიერი მიწისძვრის შედეგად ტოკუძის ფანქრების ქარხანა მთლიანად დაინგრა და 1924 წლის სექტემბერში იგი ხსნის თავისი მექანიკური ფანქრების ახალ კომპანიას „HAYAKAWA METAL WORKS“ ქალაქ ოსაკას იმ რაიონში, რომელშიც დღეს მდებარეობს კომპანია შარპის მთავარი ოფისი.
10 წლის შემდეგ ტოკუძიმ ტოკიოს ერთ–ერთ მაღაზიაში ნახა გასაყიდი რადიომიმღები, რომელმაც ძალიან დიდ ინტერესი გამოიწვია მასში. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა თავისი კომპანიის საქმიანობა დაეკავშირებინა იმ დროისთვის თანამედროვე და მოთხოვნად მოწყობილობებთან.
1925 წელს გამოდის კომპანიის პირველი შარპის რადიომიმღები წარწერით „Made in Japan“.
1926 წლიდან კი იგი ინტერესდება ტელევიზორების წარმოებით.
1951 წელს კომპანია შარპი უშვებს თავის პირველ შავ–თეთრ ტელევიზორს, ხოლო 1953 წლიდან იწყება ახალი მოდელის SHARP TV3-14T სერიული წარმოება. 1950-იანი წლების ბოლოს პროდუქციას ემატება შარპის მაცივრები და სარეცხი მანქანების წარმოება.
1959 წლიდან კომპანია აფართოებს წარმოებას და უშვებს შარპის კონდეციონერებს, ელექტროგრილს და ვინტილატორებს. 1960 წლიდან გამოდის შარპის ფერადი ტელევიზორები.
1963 წელი აღინიშნა კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი მზის ელემენტებით. 1964 წელი მსოფლიოში პირველი ტრანზისტორებზე აწყობილი მაგიდის კალკულატორი. 1969 წელს კი გამოდის მსოფლიოში პირველი ელექტრო კალკულატორი.
1970 წელს კომპანია HAYAKAWA METAL WORKS იცვლის სახელს და იწოდება Sharp Corporation და მისი პრეზიდენტი ხდება აკირა საეკი.
მნიშვნელოვანი გარღვევა კომპანიისთვის მოხდა 1982 წელს, როდესაც დაიწყო პორტატული კომპიუტერების გამოშვება. 1988 წელს გამოდის 14 დიუმიანი შარპის მონიტორი. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება კომპიუტერულ ტექნიკაში თხევადკრისტალური ტექნოლოგიების გამოყენება.
1994 წლიდან კომპანია Sharp Corporation იწყებს 21 დიუმიანი, ხოლო 1995 წლიდან 28 დიუმიანი მონიტორების წარმოებას. 1996 წელს გამოდის ლეპტოპი – Mebius.
დღევანდელ დღეს შარპი ერთ–ერთი წამყვანი კომპანიაა მსოფლიოში კომპიუტერული, საყოფაცხოვრებო და მოკროელექტრონიკის წარმოების დარგში. ფირმას წარდგენილი აქვს 32 დიუმიანი ინტერნეტ–ტელევიზორი, რომელსაც ჩამონტაჟებული აქვს მოდემი და ვიდეობარათი. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აქვს გახსნილი ოფისები და მსოფლიო ბაზარზე თხევად-კრისტალური მონიტორების წარმოებით ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2013-12-22 საიტზე Wayback Machine.
- Global website
- Sharp Pocket Computers
- Sharp calculator models database
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ data. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-09. ციტირების თარიღი: 2018-07-31.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Annual Report 2017, Sharp Corporation, July 2017, http://www.sharp-world.com/corporate/ir/library/annual/pdf/annual_2014.pdf. წაკითხვის თარიღი: 8 ოქტომბერი, 2014
- Sharp Corporation
- 1912 წელს დაარსებული კომპანიები
- 1912 წელს დაარსებულები იაპონიაში
- ელექტრონული კომპანიები
- იაპონიის ელექტრონიკის კომპანიები
- Foxconn
- იაპონური ბრენდები
- 1912 წელს დაარსებული მწარმოებელი კომპანიები
- იაპონიის სამრეწველო კომპანიები
- ხმის მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიები
- მობილური ტელეფონების მწარმოებელი კომპანიები
- იაპონიაში ბაზირებული ტრანსნაციონალური კომპანიები
- ნახევრად გამტარების მწარმოებელი კომპანიები
- იაპონიის ნახევრად გამტარების მწარმოებელი კომპანიები
- იაპონიის ტექნოლოგიური კომპანიები
- ვიდეო აღჭურვილობის მწარმოებლები