Nowhere Man (სიმღერა)
„Nowhere Man“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა — The Beatles | ||||
ალბომიდან Rubber Soul | ||||
გამოსვლის თარიღი | 3 დეკემბერი 1965 | |||
ჩაიწერა |
21–22 ოქტომბერი 1965, EMI-ს სტუდიები, ლონდონი | |||
ჟანრი | ფოლკ-როკი[1], ფსიქოდელიური როკი[2] | |||
ხანგრძლივობა | 2:44 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Parlophone | |||
ავტორ(ებ)ი | ლენონი/მაკ-კარტნი | |||
პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი | |||
Rubber Soul – სიმღერები | ||||
|
„Nowhere Man“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — The Beatles | ||||
B-მხარე | What Goes On | |||
გამოსვლის თარიღი | 21 თებერვალი 1966 (აშშ) | |||
ჩაიწერა |
21–22 ოქტომბერი 1965, EMI-ს სტუდიები, ლონდონი | |||
ჟანრი | ფოლკ-როკი[1] | |||
ხანგრძლივობა | 2:44 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Parlophone | |||
ავტორ(ებ)ი | ლენონი/მაკ-კარტნი | |||
პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი | |||
The Beatles — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
Nowhere Man — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა. იგი შეტანილია ალბომში Rubber Soul, [3] რომელიც გამოვიდა 1965 წელს. სიმღერის ავტორები არიან ლენონი/მაკ-კარტნი.
სიმღერა ჩაიწერა 1965 წლის 21 და 22 ოქტომბერს. ეს არის ჯგუფის ერთ-ერთი პირველი სიმღერა, რომელიც თემატურად რომანტიკასა თუ სიყვარულს არ ეხება და აღინიშნება ლენონის ფილოსოფიური სტილის ლირიკით. [4] 1966 წლის 21 თებერვალს სიმღერა ბრიტანეთის ფარგლების გარეთ სინგლზე გამოიცა და ავსტრალიისა და კანადის ჩარტებში #1 ადგილი დაიკავა. ბილბორდის 100-ეულში იგი #3 პოზიციაზე მოხვდა.
სიმღერაში ლენონი, მაკ-კარტნი და ჯორჯ ჰარისონი მღერიან სამხმიანი ჰარმონიით. სიმღერა აგრეთვე ჟღერს ფილმში „ყვითელი წყალქვეშა ნავი“, სადაც ჯგუფის წევრები ამ სიმღერას უმღერიან ჯერემი ჰილარი ბუბს, „ადამიანს არსაიდან“ შეხვდებიან.
ინტერპრეტაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯონ ლენონი ამტკიცებდა, რომ სიმღერა საკუთარი თავის შესახებ დაწერ. მან იგი დაწერა 5 საათიანი ფიქრის შემდეგ, ვინაიდან სურდა Rubber Soul-ისათვის კიდევ ერთი სიმღერის შექმნა. ჟურნალ Playboy-სთან ინტერვიუში მან განაცხადა:
- „იმ დილით შინაარსიანი და კარგი სიმღერის წერაში 5 საათი გავატარე და საბოლოოდ შევეშვი და წამოვწექი. მხოლოდ მაშინ მოვიფიქრე „Nowhere Man“, სიტყვები და მუსიკა, როდესაც დავწექი.“[5]
- „გათენდა და მთელი ღამის შემდეგ აი ეს იყო ჯონი. მე ვფიქრობ, იმ მომენტში, მას უბრალოდ აინტერესებდა...რა მიმართულებით წავიდოდა და, სიმართლეს ვიტყვი, მეც ასე ვიყავი. მასზე ღელვა დავიწყე“.[6]
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯონ ლენონი – ორმაგი ვოკალი, რიტმული გიტარა, წამყვანი გიტარა (სტროფებში)
- პოლ მაკ-კარტნი – ბას-გიტარა, ბეკ-ვოკალი
- ჯორჯ ჰარისონი – წამყვანი გიტარა (სოლო), ჰარმონიული ვოკალი
- რინგო სტარი – დასარტყმელი საკრავები
წყაროები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტერნერი, სტივ. A Hard Day's Write: The Stories Behind Every Beatles' Song, Harper, ნიუ-იორკი: 1994, ISBN 0-06-095065-X
- გილილენდი, ჯონ. (1969)The Rubberization of Soul: The great pop music renaissance.. Pop Chronicles. Digital.library.unt.edu.
- უნტერბერგერი, რიჩი. (2009)Rubber Soul [UK]. Allmusic. ციტირების თარიღი: 15 June 2009.
- მაკ-დონალდი, Ian (2005). Revolution in the Head: The Beatles' Records and the Sixties, მეორე გადამუშავებული, ლონდონი: Pimlico (Rand). ISBN 1-84413-828-3.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Alan W. Pollack's Notes on "Nowhere Man"
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-10. ციტირების თარიღი: 2013-02-22.
- ↑ Gilliland 1969, show 35.
- ↑ Unterberger 2009.
- ↑ Playboy, September 1980.
- ↑ Playboy, December 1984.
|