My Girls
„My Girls“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — Animal Collective | ||||
ალბომიდან Merriweather Post Pavilion | ||||
გამოსვლის თარიღი | 23 მარტი, 2009 | |||
ჩაიწერა | თებერვალი 2008 | |||
ჟანრი | ნეო-ფსიქოდელია, ელექტრონიკა | |||
ხანგრძლივობა | 5:44 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Domino | |||
ავტორ(ებ)ი | Animal Collective | |||
პროდიუსერი | ბენ ჰ. ალენი, Animal Collective | |||
Animal Collective — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
My Girls — პირველი სინგლი Animal Collective-ის ალბომიდან Merriweather Post Pavilion, გამოსული 2009 წლის 23 მარტს Domino Records-ზე მხოლოდ პრომო CD-ს სახით. 2007-2008 წლების ტურების დროს სიმღერა ცნობილი იყო სახელით House.
ტექსტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]My Girls ეხება Panda Bear-ის მეუღლეს და შვილს. მან აუხსნა ჟურნალ Clash-ს, რომ სიმღერის ტექსტი იყო მისი სურვილის შესახებ, რომ ჰქონოდა საკუთარი სახლი და უსაფრთხო გარემო შეექმნა თავისი ოჯახისთვის და ძვირფასი მისთვის ადამიანებისთვის.[1]
შეფასება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]My Girls Pitchfork Media-მ დაასახელა 2009 წლის საუკეთესო სიმღერად და შეიყვანა 2000-იანი წლების საუკეთესო სიმღერების სიაში მეცხრე ადგილზე. NME-მ კი 2000 წლის საუკეთესო სიმღერებში მას მეხუთე ადგილი მიანიჭა.
Taken by Trees-მა ჩაწერა სიმღერის საკუთარი ვერსია სახელით My Boys, რომელიც შევიდა მის მეორე სტუდიურ ალბომში East of Eden.
ვიდეო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიმღერის ვიდეოში ჩანს ჯგუფის სამი წევრი, რომლებიც ასრულებენ სიმღერას სემპლერებსა და სინთეზატორებზე. ანიმაცია შექმნა ჯონ ვერმილიამ, რომლის ილუსტრაციებიც გამოყენებულია Animal Crack Box-ის გაფორმებაში. ჯგუფის წევრებს მხოლოდ პირები უჩანთ, დანარჩენი სხეული სხვადასხვა ფერის აქვთ, ბოლოს მწვანეები ხდებიან და დნებიან.[2]
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
---|---|---|
1. | „My Girls“ | 5:44 |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|