შინაარსზე გადასვლა

Cortinarius claricolor

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Cortinarius claricolor

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cortinarius claricolor Fr., (1838)

Cortinarius claricolor — სოკოს სახეობა აბლაბუდიანი სოკოების გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიას. საშუალო ხარისხის საჭმელი სოკოა, საჭმელად გამოიყენება მხოლოდ ნორჩი ეგზემპლარები. იზრდება მჟავე და კირიან ნიადაგზე ივლისიდან ოქტომბრამდე,[1] შერეულ ტყეებში, არყთან, ფიჭვთან, ნაძვთან და წიფელთან.

სოკო პირველად აღწერა ელიას მაგნუს ფრისმა 1818 წელს როგორც Agaricus multiformis d claricolor.[2] 1838 წელს იმავე ავტორმა გადაიტანა იგი Cortinarius-ის გვარში.[3]

სოკოს ქუდის — დიამეტრი 4-14 სმ, მკვრივი, ხორცოვანი. თავიდან ნახევარსფეროსებრია, შემდეგ ბრტყელი, ღია ყვითლიდან მოწითალო-ჟანგმიწისფრამდე. ნესტიან ამინდში სრიალა და მბზინავია.

ჰიმენოფორი — ვიწრო, ნორჩობაში თეთრი, მოგვიანებით ჭუჭყისფერ-კრემისფერი, სიბერეში — ჟანგმიწისფერ-ყავისფერი.

ფეხის სიგრძე — 5-12 სმ, სიგანე 1-2,5 სმ, ცილინდრული, მკვრივი და ბოჭკოვანი. ახასიათებს აბლაბუდისებრი კერძო საბურველი.

რბილობი — თეთრი, განსაკუთრებული სუნისა და გემოს გარეშე. სიბერეში ახასიათებს არასასიამოვნო გემო.

სპორები — ჟანგმიწისფერ-ყავისფერი, 8–9,5×4–4,5 მკმ.

ერთი წყარო მას საჭმელ სოკოდ მიიჩნევს,[4] ხოლო მეორე წყარო — არასაჭმელად. ზოგიერთი წყარო გამოუცდელ მესოკოვეებს ურჩევს თავი შეიკავონ მისი შეგროვებისაგან, რადგანაც იგი მეტად წააგავს მისივე გვარის რამდენიმე სასიკვდილოდ შხამინ სახეობას.[5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Pavol Škubla: Wielki atlas grzybów. Poznań: Elipsa, 2007. ISBN 978-83-245-9550-1
  2. Elias Fries: „Observationes mycologicae”, vol. 2, Editura Ernest Mauritius, Greifswald, 1822, p. 65
  3. Elias Fries: „Epicrisis systematis mycologici, seu synopsis hymenomycetum”, Editura Typographia Academica, Uppsala 1838, p. 257
  4. Belobetna koprenka. gobenabovskem.si, accessdate 2016-02-02
  5. Andreas Gminder: Atlas grzybów. Jak bezbłędnie oznaczać 340 gatunków grzybów Europy Środkowej. Warszawa: Weltbild, 2011. ISBN 978-83-258-0588-3.