შინაარსზე გადასვლა

Burning Man

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Burning Man“-ის ღონისძიების ლოგო

«Burning Man» (ქართ. „ცეცხლმოკიდებული კაცი“) — ერთკვირიანი ყოველწლიური გასართობი ღონისძიება აშშ-ში. იმართება ნევადის შავი კლდის უდაბნოში. ღონისძიება იწყება აგვისტოს ბოლო ორშაბათს 00:00 საათზე და რვა დღე გრძელდება. ღონისძიების კულმინაცია მოდის შაბათს, მზის ჩასვლის შემდეგ, როდესაც წვავენ ადამიანის უზარმაზარი ხის ფიგურას.

თავად ორგანიზატორები ღონისძიებას განმარტავენ, როგორც ექსპერიმენტს, მაგრამ არა როგორც ფესტივალს[1], რომლის მიზანია შეიქმნას საკუთარ თავზე დაყრდნობილი და რადიკალურად თვითგამოხატული საზოგადოება (ინგლ. radical self-expression, and radical self-reliance)[2].

Burning Man-ის ისტორია 1986 წელს სან-ფრანცისკოში ბეიკერ-ბიჩზე დაიწყო. იგი წარმოიშვა Zonal Society-ის უდაბნოში მოგზაურობის შედეგად, რომელიც შთაგონებული იყო ანდრეი ტარკოვსკის 1979 წლის ფილმით „სტალკერი“[3][4]. აქ პირველად დაწვეს ადამიანის ხის 2.5 მეტრის ფიგურა. წამოწყების ინიციატორი იყო ლარი ჰარვეი (Larry Harvey), რომელსაც მისი მეგობარი ჯერი ჯეიმსი (Jerry James) ეხმარებოდა. 1990 წელს ცერემონიაში მონაწილეთა მსურველი იმდენად ბევრი აღმოჩნდა, რომ სან-ფრანცისკოს მთავრობამ ნება არ დართო ღონისძიების გამართვაში. ამის გამო Burner-ებმა დაიწყეს ახალი ადგილის ძიება, რომელიც საბოლოოდ ნევადის უდაბნო გახდა. მოვლენამ, რომელმაც თავიდან კოცონის გარშემო რამდენიმე მეგობრის შეკრებით დაიწყო, 30 წლის შემდეგ მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან მონაწილეთა მსურველთა რაოდენობამ 70 ათას კაცს გადააჭარბა.

დღესდღეობით Burning Man ტარდება ნევადაში, შავი კლდის უდაბნოში დამშრალი ტბის ფსკერზე, რომელიც აქ ათასი წლის წინ არსებობდა. ეს ყველაზე სწორი ადგილია დედამიწაზე. 1997 წელს აქ დამყარდა მსოფლიო რეკორდი ავტომობილზე — 1228 კმ/სთ. შავი კლდის უდაბნო ცნობილია თავისი მტვრიანი ქარიშხლებით. აქ მტვერით იფარება აფსოლუტურად ყველაფერი. აქედან რამდენიმე კილომეტრზე უსიცოცხლო მიწაა, არანაირი წყალი და ტემპერატურის დიდი ცვლილება. სწორედ ასეთ უნაყოფო ადგილას მრავალი ათასი მონაწილის ძალისხმევით შენდება ნამდვილი ქალაქი უდაბნოში, რომელიც მხოლოდ ერთი კვირით იარსებებს. ამ ქალაქს ეწოდება Black Rock City. სწორედ ამ ქალაქში გაიმართება Burning Man-ის ღონისძიება.

Burner-ების წინაშე არცთუ მარტივი ამოცანაა, მათ უნდა სიცოცხლისთვის არახელსაყრელ ადგილას ერთად უნდა მოაწყონ საცხოვრებელი, ინფრასტრუქტურის ობიექტები, დაიცვან ყველაფერი ქარისაგან, მტვერისა და სიცხისაგან, გააკეთონ ისე რომ ღამით ეს ყველაფერი ნათდებდეს და ჰქონდეს განსაზღვრული ესთეტიკური სახე. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ უდაბნოში არაა ელექტროენერგია. თუ რამე მუშაობს — ხოლოდ გენერატორების ხარჯზე. აქ გამოიყენება ასევე მზის ენერგიაც.Black Rock City-ში არსებობს რაიონები AEZ — ალტერნატიული ენერგიის ზონები. აქ ყველა ენერგია მიიღება კვლავწარმოებადი წყაროების საშუალებით. Burning Man-ზე შეაქვთ აუარება ავეჯი, ჯონსტრუქცია, სამშენებლო მასალები და ყველაფერი იმისათვის, რომ ცხელ და მტვრიანი სიცარიელეში წარმოიქმნას ქალაქი. და მართლაც, 2-3 დღეს ის უკვე იძენს თავის კონტურებს. თავისი გეგმარებით Black Rock City მართლაც უნიკალურია. ყველაფერი თავიდანვეა წვრილმანებამდეა დაგეგმილი. როგორც ნამდვილ ქალქში აქაც არის მთავარი და დამხმარე ქუჩები, ცენტრალური და შედარებით წყნარი რაიონები. აქ ყველა ქუჩა 12.2 მ სიგანისაა და ყველა მათგანი მონიშნული იყო ჯერ კიდევ ბირველი Burner-ის გამოჩენამდე. Black Rock City-ის აქვს ნახევარწრის ფორმა. როგორც ციფერბლატზე, აქაც ქუჩებს აქვთ დროის შესაბამისი სახელწოდება: 3:45, 2:15, 2:30 და ა. შ. ეს ყველაფერი აადვილებს ნავიგაციას. ამ უზარმაზარი ციფერბლატის ცენტრალური ნაწილს ჰქვია Playa, მისკენ მიდის ქალაქის ყველა ძირითადი სატრანსპორტო არტერეა. უშუალოდ Playas-ს ცენტრში განთავსებულია ადამიანის ფიგურა — The Man. ესაა ცენტრალური წერტილი და მთავარი ობიექტი ქალაქში.

ქალაქს აქვს თავისი ნახევარი მეტრი სიმაღლის გარე საზღვარი (Trash fence). მისი მთავარი ამოცანაა იმ ნაგვის შეკავება, რომელიც ქარს მიაქვს ქალაქიდან უდაბნოში. იმის გამო, რომ Black Rock City-ზე დასწრება ფასიანია, გარე საზღვარს აკონტროლებს პოლიცია, რათა არ მოხდეს დაუპატიჟებელი სტუმრების შეპარვა. ქალაქში არსებობს სიჩქარის შეზღუდვა 8 კმ/სთ. როგორც ნამდვილ ქალაქში აქაც არის საკუთარი აეროპორტი, საკუთარი გაზეთი „BRC weekly“, ფოსტა და ასევე საკუთარი საფოსტო ინდექსი — 89412. აქ არის საავადმყოფო და ადმინისტრაციული შენობა, ყველაფერი ისე, როგორც ნამდვილ ქალაქში. მაგრამ სინამდვილეში ეს არაა ნამდვილი ქალაქი. ესაა მტვრიანი ფანტაზია, თუ როგორი სახე ექნება პოსტაპოკალიფსურ სამყაროს. ყველგან შეხვდებით სტიმ პანკის არარეალურ ინსტალაციებს, ადამიანებს, რომლებიც ჩაცმულნი არიან აბსოლუტუტად ფუტურისტულ კოსტიუმებში და ყველაზე შთამბეჭდავი — ართქარები (art cars) ან მუტანტქარები (mutant cars). Burning Man-ზე ისინი წარმოდგენილია ასზე მეტი ერთეულით.

Black Rock City-ში ძირითადი გადაადგილების წყაროა ველოსიპედი. ის როგორც წესი გამოიყენება ყველაზე დიდი ტერიტორიის Playa-ზე გადასაადგილებლად. Playa ესაა მუზეუმი ღია ცის ქვეშ. აქ მსოფლიოს ყველა კუთხიდან ხელოვნები წამოადგენენ თავიან შემოქმედებას — არტინსტალიაციებს. Playa-ზე 300-ზე მეტი არტობიექტია.

Black Rock City ესაა ქალაქი უტოპია. აქ არსებობს თავისი კანონები.

  1. აქ უფასოა ყველაფერი. ფულზე იყიდება მარტო ყავა და ყინული, დანარჩენ ყველაფერზე მოქმედებს 100%-ანი ფასდაკლება. ბარები, კვება, გასართობი ატრაქციონები ყველაფერი უფასოა. Black Rock City ესაა იდეალური საზოგადოების მაკეტი შექმნილი ნევადის უდაბნოში.
  2. კვალის არ დატოვება. უდაბნოს ტერიტორია ზუსტად ისეთივე უნდა იყოს Burning Man-ს შემდეგ, როგორც ის იყო მანამდე. აქ არაა ნაგვის ურნები. ყველა საკუთრი ნარჩენი ყველამ უნდა ჩაალაგოს სპეციალურ ტომრებში და წაიღოს თან. მათი ჩაბარება შეიძლება ქალაქის დატოვებისას გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ. იგივე ეხება წყალს, რომლითაც ხდება სამეურნეო დანიშნულებისთვის გამოყენება, ყველაფერი გროვდება ჭურჭლებში და დასასრულს ხდება მათი გატანა ქალაქის დაცლასთან ერთად.
  3. აკრძალულია ყველანაირი ბრენდები. მათი გადაკვრა-დამალვა ხდება Burning Man-ზე მოსვლამდე სხვადასხვა საშუალებით. Burning Man-ზე მონაწილეობა განისაზღვრება რადიკალური თვითგამოხატვის კონცეფციით

დღისგან განსხვავებით, კარდინალურად იცვლება ღამის ქალაქი. ის უფრო აქტიური ხდება მთელი ღამის განმავლობაში. სხვადასხვა ფერებში განათებული არტქარები მუსიკის თანხლებით გადაადგილდებიან Playa-ს ტერიტორიაზე. ყველაზე მთავარი არტ-ქარი Burning Man-ზე ეს Mayan Warrior-ია. ეს მოძრავი საცეკვაო მოედანი როგორც წესი მიემართება Playa-ს ყვალაზე შორეულ ადგილებში, რომლებსაც მიყვებიან ასევე განათებული ველოსიპედები. Mayan Warrior ყველაზე ძვირადღირებული ართ-ქარია Burning Man-ზე. მის შექმნაში დაიხარჯა დაახლოებით 3-8 მლნ აშშ დოლარი. მათ ჰყავთ ყველაზე საუკეთესო დიჯეები Burning Man-ზე.

ზოგადად Burning Man-ზე ჩამოდიან ელექტრონული მუსიკის საკმაოდ ცნობილი სახეები: კარლ კოქსი, ჯეიმი ჯონს, მარტინეზ ბრადერს, გაი გერბერი და ბევრი სხვა.

ღამით ხდება ასევე ყველანაირი ხის ინსტალაციის დაწვა, რომელიც იწყება შუაკვირიდან მოყოლებული.ღონის ძიების ბოლოს — შაბათს იწყება ყველაზე მთავარი, რომლის სანახავადაც თავს იყრის მთელი ქალაქი. ფოიერვერკების ფონზე ხდება ხის ადამიანის დაწვა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]