17 იანვარი
იერსახე
<< | იანვარი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
29 | 30 | 31 | ||||
2024 |
17 იანვარი — გრიგორიანული კალენდრის მე-17 დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 348 დღე (ნაკიან წელში - 349).
დღის მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 395 : რომის იმპერია ორ: აღმოსავლეთ და დასავლეთ რომის იმპერიებად გაიყო.
- 1562 : საფრანგეთმა ცნო ჰუგენოტები სენ-ჟარმენის ედიქტით.
- 1773 : კაპიტანი ჯეიმზ კუკი პირველი მკვლევარი ხდება, რომელმაც ანტარქტიკის წრე გადაჭრა.
- 1819 : სიმონ ბოლივარმა გამოაცხადა კოლუმბიის რესპუბლიკა.
- 1852 : დიდი ბრიტანეთი ცნობს ტრანსვაალის ბურთა კოლოონის დამოუკიდებლობას.
- 1916 : პროფესიონალ გოლფისტთა ასოციაცია ჩამოყალიბდა.
- 1917 : აშშ-მ დანიას $25 მილიონი გადაუხადა ვირჯინის კუნძულებში.
- 1945 : ვარშავის განთავისუფლება — სსრკ ძალები ნაცისტებისგან ანთავისუფლებენ თითქმის სრულიად დანგრეულ ვარშავას.
- 1946 : გაეროს უშიშროების საბჭოს პირველი სხდომა ტარდება.
- 1949 : გოლდბერგები — პირველი სიტკომი (სიტუაციური კომედიის ხასიათის სერიალი) გადის ეთერში ამერიკის ტელევიზიით.
- 1973 : ფერდინანდ მარკოსი ხდება ფილიპინების მუდმივი პრეზიდენტი.
- 1975 : ბობ დილანი უშვებს შემდგომში ცნობილს როგორც მის საუკეთესო ალბომს - "Blood on the Tracks".
- 1982 : „ცივი კვირადღე“ — აშშ-ში ტემპერატურა 100 წლიან რეკორდულ დონემდე ეცემა.
- 1991 : სპარსეთის ყურის ომი — ოპერაცია უდაბნოს შტორმი იწყება ადრე დილით. ერაყი ისვრის 8 "სკად"-ის ტიპის რაკეტას ისრაელისკენ, მათგან საპასუხო დარტყმის მოლოდინში, თუმცა უშედეგოდ.
- 1995 : 7,3 ბალის მიწისძვრა სახელწოდებით „ჰანშინის დიდი მიწისძვრა“ ხდება კობესთან ახლოს (იაპონია), უზარმაზარი მატერიალური ზარალითა და 6 433 ადამიანის მსხვერპლით.
- 2002 : ნიირაგონგოს (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) ვულკანი იღვიძებს, ტოვებს რა 400 000 ადამიანს უსახლკაროდ.
- 2010 : მემარჯვენე-ცენტრისტი სებასტიან პინიერა ჩილეს პრეზიდენტად აირჩიეს.
- 2012 : ევროპის პარლამენტის პრეზიდენტად მარტინ შულცი აირჩიეს.
- 2017 : ანტონიო ტაიანი ევროპის პარლამენტის პრეზიდენტად აირჩიეს.
- 2021 : გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარედ არმინ ლაშეტი აირჩიეს.
ამ დღეს დაბადებულნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1504 : პიუს V — რომის პაპი.
- 1612 : ტომას ფერფაქსი — ლორდი, ინგლისის პოლიტიკური მოღვაწე.
- 1706 : ბენჯამინ ფრანკლინი — ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე.
- 1732 : სტანისლავ ავგუსტ პონიატოვსკი — პოლონეთის უკანასკნელი მეფე
- 1783 : პედრო გუალ ესკანდონი — ვენესუელელი პოლიტიკური მოღვაწე
- 1860 : ანტონ ჩეხოვი — რუსი დრამატურგი.
- 1860 : დაგლას ჰაიდი — ირლანდიის პრეზიდენტი
- 1860 : კარლოს ხოსე სოლორსანო — ნიკარაგუის 37-ე პრეზიდენტი
- 1863 : დევიდ ლოიდ ჯორჯი — ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.
- 1871: ნიკოლაე იორგა — რუმინელი პოლიტიკოსი, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი, არქეოლოგი, მწერალი
- 1879 : ფელიპე გუსმანი — ბოლივიელი პოლიტიკოსი
- 1880 : მაკ სენეტი — კანადაში დაბადებული ამერიკელი რეჟისორი.
- 1894 :დავით ჯავრიშვილი — ქართველი ქორეოგრაფი
- 1899 : ალ კაპონე — ამერიკელი განგსტერი.
- 1901: სუსანა კალანდრელი — არგენტინელი მწერალი და მასწავლებელი.
- 1903 : პანტელეიმონ ჩხიკვაძე — ქართველი საბჭოთა მწერალი.
- 1905 : საიბ სალამი — ლიბანელი პოლიტიკური მოღვაწე
- 1911: გერმანე გობეჯიშვილი — ქართველი არქეოლოგი.
- 1911 : გავრილ კაჩალინი — რუსი ფეხბურთელი და მწვრთნელი
- 1911: ჯორჯ სტიგლერი — ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში
- 1922 : ლუის ეჩევერია — მექსიკის პრეზიდენტი 1970–1976 წლებში.
- 1927 : ვალერიან ჭელიძე — საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შრომის გმირი
- 1934 : რობერტ ბარძიმაშვილი — ქართველი მუსიკოსი (კლავიშები, გიტარა), ჯგუფ „ორერას“ დაამარსებელი
- 1940 : მირჩა სნეგური — მოლდოვის პოლიტიკური მოღვაწე
- 1942 : მუჰამედ ალი — ამერიკელი მოკრივე.
- 1943 :რენე პრევალი — ჰაიტის პოლიტიკური მოღვაწე
- 1948 :დავით გოგია — ქართველი ფეხბურთელი
- 1948 : ჯიმ ლედი — ამერიკელი რადიოწამყვანი, პროდიუსერი და მწერალი.
- 1961 : მაია ჩიბურდანიძე — ქართველი მოჭადრაკე.
- 1962 : ჯიმ კერი — კანადელ-ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი.
- 1963 :კაი ჰანსენი — გერმანელი მუსიკოსი
- 1964 : მიშელ ობამა — შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტის ბარაკ ობამას მეუღლე.
- 1966 : ლიუბჩო გეორგიევსკი — მაკედონიელი პოეტი და პოლიტიკოსი
- 1969 : ტიესტო — ნიდერლანდელი ტრანს დიჯეი.
- 1970 : ჯეიმზ უოტანა — ტაილანდელი პროფესიონალი სნუკერისტი.
- 1978 : ალეკო ელისაშვილი — თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქარის“ დამფუძნებელი
- 1980 : ვალერი აბრამიძე — ქართველი ფეხბურთელი
- 1981: რევაზ გოცირიძე — ქართველი ყოფილი ფეხბურთელი
- 1985: სიმონე სიმონსი — ჰოლანდიელი კოლორატურული მეცო-სოპრანო
- 1990 : ერეკლე კილაძე — ქართველი ფეხბურთელი
- 1992 : ლაშა შერგელაშვილი — ქართველი ფეხბურთელი
ამ დღეს გარდაცვლილნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 395 : თეოდოსიუს I — რომის იმპერატორი.
- 1369 : პეტრე I — კვიპროსის მეფე.
- 1893 : რეზერფორდ ჰეისი — აშშ-ის სახელმწიფო მოღვაწე.
- 1933 : ლუის კომფორტ ტიფანი — ამერიკელი მხატვარი და დიზაინერი.
- 1961 : ლულუმბა, პატრის — კონგოს პირველი პრემიერ-მინისტრი.
- 2002 : სელა, კამილო ხოსე — ესპანელი მწერალი.
- 2005 : ჟაო ჟიანგი — ჩინეთის პრემიერ-მინისტრი.
- 2008 : ბობი ფიშერი — ამერიკელი ჭადრაკის დიდოსტატი.
- 2013 : გურამ საღარაძე — ქართველი მსახიობი.
- 2023 : მანანა დოიჯაშვილი — ქართველი პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი.
დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- კრება წმიდათა სამოცდაათთა მოციქულთა
- ევაგრე და ილია დიაკონი
- დიონისე არეოპაგელი და სვიმეონ ნიგერი
- თეოკტისტე აღმსარებელი
- აქილე პეჩორელი
- ზოსიმე მონაზონი და წმინდა ათანასე
- ევსტათე I
- ღირსმოწამე ექვთიმე, ვათოპედის მონასტრის იღუმენი და მასთან ერთად 12 მონაზონი
- ღირსი ონოფრე
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სხვა თვეები: