ჯეჯორა
იერსახე
ჯეჯორა | |
---|---|
მდ. ჯეჯორა რიონს უერთდება ქ. ონთან | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | შიდა ქართლის მხარე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
სათავე |
მაღრან-დვალეთის კავკასიონი 42°33′42″ ჩ. გ. 43°54′21″ ა. გ. / 42.561889° ჩ. გ. 43.905861° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2975 მ |
შესართავი |
რიონი 42°34′31″ ჩ. გ. 43°25′28″ ა. გ. / 42.575278° ჩ. გ. 43.424667° ა. გ. |
სიგრძე | 45 კმ |
აუზის ფართობი | 438 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 12,2 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
ჯეჯორა ვიკისაწყობში |
ჯეჯორა — მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს მაღრან-დვალეთის კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2975 მ სიმაღლეზე, სიგრძე 45 კმ, აუზის ფართობი 438 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმის, მყინვარული და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულზე. მდგრადი წყალმცირობა - ზამთარში. წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნა განსაკუთრებით დიდია შემოდგომაზე. წყალდიდობის დროს ჩამოედინება წლიური ჩამოდენის 65 %, შემოდგომაზე - 21 %, ზამთარში - 17 %. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 12,2 მ³/წმ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 567.
- ქართლის ცხოვრება. ტომი IV. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. გვ. 767. სახელმწიფო გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“. თბილისი 1973.
|
|