ჯეიმზ ოგლთორპი
ჯეიმზ ოგლთორპი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 22 დეკემბერი, 1696[1] [2] [3] [4] [5] |
დაბადების ადგილი | ლონდონი |
გარდაცვალების თარიღი | 30 ივნისი, 1785[6] [5] (88 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Cranham |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთის სამეფო |
განათლება | იტონის კოლეჯი[7] და Corpus Christi College |
მამა | Theophilus Oglethorpe |
დედა | Eleanor Oglethorpe |
ჯილდოები | სამეფო საზოგადოების წევრი |
ჯეიმზ ოგლთორპი (ინგლ. James Edward Oglethorpe; დ. 22 დეკემბერი, 1696, სურეი — გ. 30 ივნისი, 1785, ესექსი) - ბრიტანელი გენერალი, დეპუტატი, ჯორჯიის კოლონიის დამაარსებელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯეიმზ ოგლთორპი ცნობილ ბრიტანულ ოჯახში დაიბადა. მან დატოვა ინგლისის კოლეჯი და ბრიტანული არმიის კომისია საფრანგეთში გასამგზავრებლად, სადაც დაესწრო სამხედრო აკადემიას, სანამ პრინცი ევგენი სავოიელი იბრძოდა ავსტრია-თურქეთის ომში. ის დაბრუნდა ინგლისში 1718 წელს, ხოლო 1722 წელს აირჩიეს თემთა პალატაში.
მხარს უჭერდა ინგლისური ფლოტის გემებზე მეზღვაურების, აგრეთვე ციხეებში პატიმრების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. აქტიურად უჭერდა მხარს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ახალი კოლონიების დაარსების იდეას, რომელიც შეიძლება დასახლებულიყო ინგლისის გადახდისუუნარო მოსახლეობით. 1728 წელს მან შეძლო პარლამენტში მიეღო კანონი მოვალეთა ციხეების რეფორმის შესახებ, ხოლო 1730 წელს მიიღო ნებართვა ახალი კოლონიის შექმნაზე ამერიკაში.
კოლონისტების პირველი ჯგუფი, თავად ოგლთროპის მეთაურობით 1732 წელს გაემგზავრა თანამედროვე ამერიკული შტატის ჯორჯიის ტერიტორიაზე, იმავე წლის ბოლოს ჩავიდა დღევანდელი სამხრეთ კაროლინას ტერიტორიაზე და დააარსა პირველი დასახლება. 1733 წლის 12 თებერვალს დადო ხელშეკრულება იამაკრავის ინდიელ ტომთან. 1734 წლის 21 თებერვალს ოგლეთორპმა დააარსა პირველი მასონური ლოჟა ჯორჯიაში.
თანამედროვე ისტორიკოსები მას ხშირად მიიჩნევენ სუსტ სამხედრო ლიდერად. თუმცა როდესაც ესპანელებმა 1742 წელს ფლორიდადან ჯორჯიაში შეიჭრნენ და ოგლთორპმა მოახერხა მათი ჯარების დამარცხება. ინგლისში ის გმირად ითვლებოდა. სამშობლოში ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა. განაგრძო კარიერა პარლამენტში და პარალელურად ორგანიზება გაუწია ჯორჯიაში გასაგზავნ ჯარს ესპანელებისგან დასაცავად.
გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, 1785 წელს, მან იმოგზაურა ამერიკის დამოუკიდებელ შეერთებულ შტატებში, როგორც ბრიტანეთის პირველი დესპანი.
მის სახელს ოგლთორპის უნივერსიტეტი ატარებს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 5.0 5.1 GeneaStar
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ OGLETHORPE, James Edward (1696-1785), of Westbrook, nr. Haslemere, Surr.