ჯაიათუ-ყაენი
ჯაიათუ-ყაენი | |
---|---|
Заяат хаан | |
მონღოლთა იმპერიის მე-12 დიდი ყაენი და იუანის დინასტიის მე-8 იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 14 ნოემბერი, 1328 |
მმართ. დასასრული: | 3 აპრილი, 1329 |
წინამორბედი: | რაგიბაღ-ყაენი |
მემკვიდრე: | ხუთუღთუ-ყაენი |
მმართ. დასაწყისი: | 8 სექტემბერი, 1329 |
მმართ. დასასრული: | 2 სექტემბერი, 1332 |
წინამორბედი: | ხუთუღთუ-ყაენი |
მემკვიდრე: | რინჩინბალ-ყაენი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 16 თებერვალი, 1304 |
დაბ. ადგილი: | ხანბალიქი, იუანის დინასტია |
გარდ. თარიღი: | 2 სექტემბერი, 1332 |
გარდ. ადგილი: | იუანის დინასტია |
მეუღლე: | ბუდაშირი ხათუნი |
სრული სახელი: | ჯაიათუ თუღ თემურ-ყაენი |
დინასტია: | იუანი |
მამა: | ქულუგ-ყაენი |
დედა: | ჟენგე ხათუნი |
რელიგია: | ტიბეტური ბუდიზმი |
ჯაიათუ თუღ თემურ-ყაენი იგივე იმპერატორი ვენძონგი (დ. 16 თებერვალი, 1304 — გ. 2 სექტემბერი, 1332) — იუანის დინასტიის მე-8 იმპერატორი 1328–1332 წლებში, მონღოლთა ნომინალური ყაენი, ქულუგ-ყაენის ვაჟი, ყუბილაის შთამომავალი.
ჯაიათუმ ძალაუფლება ხელში ჩაიგდო მისი ნათესავის, რაგიბაღ-ყაენის გადაყენების შედეგად. 1328 წელს რამდენიმეჯერ დაამარცხა რეგენტ დავლათ-შაჰის არმია და ქალაქი შანდუ აიღო, რის შემდეგაც რაგიბაღ-ყაენი დაატყვევა და სიკვდილით დასაჯა.
მისმა მმართველობამ 4 წლამდეც ვერ გასტანა. 1329 წელს დროებით გადააყენა მისმა უფროსმა ძმამ, ხუთუღთუ-ყაენმა, თუმცა 6 თვეში ჯაიათუმ დაამხო ის და დაიბრუნა ტახტი. ჯაიათუს მმართველობის პერიოდში ჩინეთში დაიწყო კულტურის პროგრესი. ჯაიათუ-ყაენს უყვარდა ხელოვნება და პირადად იყო პოეტების, მხატვრებისა და სწავლულების მფარველი.
1332 წელს 28 წლის ჯაიათუ გარდაიცვალა. ის შეცვალა მისმა ძმისშვილმა, მცირეწლოვანმა რინჩინბალ-ყაენმა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Cambridge History of China, vol6, pg539
- Tu-Meng wu erh shih chi, 157. pp. 26a
- C.P.Atwood-Encyclopedia of Mongolia and the Mongol Empire, p. 430
- The Empire of the Steppes, by Rene Grousset, Naomi Walford, p. 321
- Herbert Franke, Denis Twitchett, John King Fairbank-The Cambridge History of China: Alien regimes and border states, 907–1368, p. 544
- Frederick W. Mote- Imperial China 900–1800, p. 471
- Mediaeval Researches from Eastern Asiatic Sources By E. Bretschneider, Routledge ISBN 0-415-24486-2, Routledge, 2001
- "The Chaghadaids and Islam: the conversion of Tarmashirin Khan (1331–34)". The Journal of the American Oriental Society, 1 October 2002. Biran
წყარო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Man, John (2006). Kublai Khan: From Xanadu to Superpower. London: Bantam Books. ISBN 9780553817188.
|