ხორენ ოგანესიანი
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | Խորեն Հովհաննիսյան | ||
დაბადების თარიღი | 10 იანვარი, 1955 | ||
დაბადების ადგილი | ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი | ||
სიმაღლე | 171 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1974-1985 | არარატი ერევანი | 285 | (93) |
1986-1988 | არაბკირი | 13 | (4) |
1989-1991 | ფახთაქორი ტაშკენტი | 46 | (9) |
1992-1993 | კილიკია | 33 | (22) |
1995-1996 | პიუნიკი | 4 | (0) |
სულ | 391 | (128) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1979-1984 | საჭოთა ნაკრები | 34 | (6) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1991 | ტავრია სიმფორეპოლი | ||
1992-1993 | ჰომნეტმენი | ||
1993-1995 | ჰომნეტმენ ბეირუტო | ||
1995-1998 | კილიკია ერევანი | ||
1996-1997 | სომხეთის ნაკრები | ||
2000-2006 | პიუნიკი (პრეზიდენტი) | ||
2012 | ლოკომოტივ ტაშკენტი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ხორენ ოგანესიანი (სომხ. Խորեն Հովհաննիսյան, აგრეთვე ცნობილი როგორც ხორენ ჰოჰანისიანი; დ. 10 იანვარი, 1995, ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი) — კარიერადასრულებული სომეხი და საბჭოთა ფეხბურთელი, რომელიც ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. იგი დღესდღეობით მენეჯერი და მწვრთნელია. მას 1979 წელს მიენიჭა სსრკ-ის სპორტის ოსტატის, საერთაშორისო დონის, ტიტული.
ოგანესიანი იყო სსრკ-ის ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრი. ძირითადად, იგი საკლუბო ფეხბურთს საბჭოთა კავშირის ტოპ ლიგასა და სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგაში, არარატ ერევანის შემადგენლობაში თამაშობდა. იგი ფართოდ ითვლება არარატის და ზოგადად სომხური ფეხბურთის ლეგენდად. სსრკ-ის ჩემპიონატებში მან ოფიციალურად 293 თამაში ჩაატარა და 93 გოლი გაიტანა არარატის მაისურით. 2003 წლის ნოემბერში, უეფას იუბილეს აღნიშვნის დროს, იგი სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაასახელა სომხეთის ოქროს მოთამაშედ - გასული 50 წლის განმავლობაში ქვეყნის ყველაზე გამორჩეულ მოთამაშედ.[1]
სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ 2005 წელს ჩატარებულ გამოკითხვაში ოგანესიანი დაასახელეს მე–20 საუკუნის სომხეთის საუკეთესო მოთამაშედ.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხორენ ოგანესიანი დაიბადა 1955 წლის 10 იანვარს, ერევანში, სომხეთში, სპორტსმენების ოჯახში. მისი მამა იყო ძალოსანი, შემდეგ კი სომხეთის სსრ-ის დამსახურებული მწვრთნელი. მისი დედა სპეციალობით ტანმოვარჯიშე იყო. ხორენის უფროსი ძმა ფეხბურთს თამაშობდა, ხოლო უმცროსი ძმა გახდა ძალოსანი და მოგვიანებით მიიღო სსრ კავშირის სპორტის ოსტატის ტიტული.
საერთაშორისო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1975 წელს ოგანესიანი შეუერთდა საბჭოთა კავშირის 21-წლამდე ფეხბურთის ეროვნულ გუნდს, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვალენტინ ნიკოლაევი. იგი იყო საბჭოთა კავშირის იმ ახალგაზრდული გუნდის მონაწილე, რომელმაც 21-წლამდელთა უეფას ეურო 1976 მოიგო.[2]
ორენ ოგანესიანი 1979 წლიდან სსრკ-ის საფეხბურთო ნაკრებში თამაშობდა.
საბჭოთა კავშირის გუნდმა მონაწილეობა მიიღო 1982 წლის ფიფას მსოფლიო თასზე (მათთან იყო ოგანესიანი). ამგვარად, ოგანესიანი გახდა პირველი სომეხი ფეხბურთელი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მსოფლიო თასზე.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} ! თასზე ოგანესიანმა ერთი გოლი გაიტანა ჯგუფურ ეტაპზე ბელგიის წინააღმდეგ. აღნიშნული გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა და სომხეთმა შეხვედრა 1:0 მოიგო.
ოგანესიანმა ეროვნულ ნაკრებში თამაში 1984 წელს შეწყვიტა. ნაკრებშ გატარებული 5 წლის მანძილზე მან 34 თამაშში მიიღ მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა.[3] (გოლების უმეტესობა გადამწყვეტ მომანტში გაიტანა).[2]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოგანესიანი ცოლს ჰქვია ჯულიეტა.[4] ხორენს ჰყავს ქალიშვილი ედიტა ოგანესიანი და ვაჟი, ჟორა ჰოჰანიანიანი, რომელიც ასევე ფეხბურთელია. ჟორამ ითამაშა ერევნის პიუნიკში და ფახთაქორი ტაშკენტში (ამავე კლუბებში მამასისიც თამაშობდა). ხორენ ოგანესიანი მართავდა ერევანისა და ლოკომოტივის ტაშკენტის კლუბებს, ხოლო ჟორა თამაშობდა მათთვის.[5]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Interview დაარქივებული 2019-09-16 საიტზე Wayback Machine.
- Klisf.info Profile (რუსული)
- Rusteam.permian.ru Profile დაარქივებული 2019-09-16 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- Sportinfo.am დაარქივებული 2018-10-08 საიტზე Wayback Machine. (სომხური)
- Klisf.info (რუსული)
- ხორენ ოგანესიანი — WorldFootball.net
- Armfootball.tripod.com
- Evans, Hilary; Gjerde, Arild; Heijmans, Jeroen; Mallon, Bill. Khoren Oganesian. Olympics at Sports-Reference.com. Sports Reference LLC. ციტირების თარიღი: 2019-11-06
- Hovhannisyan playing in Soviet Union vs. Brazil match, 1980 YouTube-ზე
- Hovhannisyan playing in Soviet Union vs. England match, 1984 YouTube-ზე
- Hovhannisyan playing in Soviet Union vs. Yugoslavia match, 1980 Olympics Bronze Medal Match YouTube-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Golden players take centre stage. დაარქივებული 2 January 2008 საიტზე Wayback Machine. , from uefa.com
- ↑ 2.0 2.1 Hovhannisyan sure of place in history. Armsport.am. ციტირების თარიღი: 1 April 2013.
- ↑ Arnhold, Matthias. (19 February 2010) Khoren Georgievich Oganesyan - International Appearances. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 27 April 2015.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. hy. NEWS.am. ციტირების თარიღი: 2 April 2013.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. hy. NEWS.am Sport. ციტირების თარიღი: 2 April 2013.