წყურვილი სიცოცხლისა (რომანი)
„წყურვილი სიცოცხლისა“ | |
---|---|
Lust for Life 1934 | |
პირველი გამოცემის გარეკანი | |
ავტორი | ირვინგ სტოუნი |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | ბიოგრაფიული რომანი |
გამოცემის თარიღი | 1934 |
ISBN | 9789941160615 |
„წყურვილი სიცოცხლისა“ (ინგლ. Lust for Life 1934) — ირვინგ სტოუნის ბიოგრაფიული რომანი, ცნობილი მხატვარ ვინსენტ ვან გოგის ცხოვრების შესახებ.[1] 1956 წელს რეჟისორმა ვინსენტ მინელიმ გადაიღო წიგნზე დაფუძნებული ამავე სახელწოდების ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს მსახიობი კირკ დაგლასი. ფილმმა ოსკარის ოთხი ნომინაციიდან მოიგო ერთი.
ავტორის ერთ-ერთს მთავარ წყაროდ იქცა მხატვრისა და მისი ძმის, თეო ვან გოგის მიმოწერები,[2] რომელიც გამოიცა სამ ტომად 1927-1930 წლებში. ამ წერილებში ვინსენტი აღწერს მის ნაცნობებთან ურთიერთობებს, საკუთარი თავის ძებნას და ისეთი განთქმული ნამუშევრების შექმნას როგორებიცაა „კარტოფილის მჭამელები“, „მზესუმზირები“, „საწოლი ოთახი არლში“ და სხვა.[3][4] ავტორმა მოინახულა ის ადგილები, სადაც იმყოფებოდა ვან გოგი და ხვდებოდა მის თანამედროვე მხატვრებს ნიდერლანდებში, ბელგიასა და საფრანგეთში. ავტორის აღიარებით, ნაწარმოებში არსებული ყველა დიალოგი გამოგონილია თუმცა ფაქტები ნამდვილია.
რომანის გამოცემაზე უარი თქვა 17-მა გამომცემელმა და საბოლოოდ გამოიცა 1934 წელს.[5]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წყურვილი სიცოცხლისა Presa.ge-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ NY Times, Obituary
- ↑ Pomerans (1996), ix
- ↑ "Van Gogh: The Letters". Van Gogh Museum. დაარქივებულია 7 ოქტომბერი, 2009.
- ↑ Van Gogh's letters, Unabridged and Annotated დაარქივებული 2016-05-21 საიტზე Wayback Machine. . დაარქივებულია 25 ივნისი, 2009.
- ↑ The New York Times Biographical Service, Том 20, стр. 830