ცხვარიჭამიას წმინდა მარიამის ეკლესია
ცხვარიჭამიას წმინდა მარიამის ეკლესია — ეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხვარიჭამიაში. მდებარეობს სოფლის ძველ ცენტრში. აგებულია XIX საუკუნეში.
ეკლესია დარბაზულია (10 X 6 მ), ნაგებია რიყის ქვით. კუთხეებში და კარ-სარკმლების საპირეებად შირიმია გამოყენებული. ეკლესია გადაკეთებულია. სამხრეთ კედლის დასავლეთ სარკმლის ადგილას გაჭრილია შესასვლელი, ჩრდილოეთ სარკმლები ამოქოლილია. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. საკურთხეველი დარბაზისაგან არ არის გამოყოფილი. აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო თაღოვანი ნიშია. დარბაზის გრძივ კედლებში გაჭრილია ორ-ორი შიგნიდან თაღოვანი, ხოლო გარედან სწორკუთხა სარკმელი. ფასადებზე სარკმლები დასრულებულია ჰორიზონტალურ ხაზზე დაყრდნობილი თაღოვანი ზოლით. დასავლეთ ფასადზე, შესასვლელის მოჩარჩოების თაღოვან არეში რელიეფური ჯვარია გამოსახული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 329.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ცხვარიჭამიას წმინდა მარიამის ეკლესია დაარქივებული 2011-08-15 საიტზე Wayback Machine.