ცის ნაჭერი
იერსახე
„ცის ნაჭერი“ | |
---|---|
ფილმის პოსტერი | |
დამდგმელი რეჟისორი | ჰენრიხ მალიანი |
სცენარის ავტორი | სტეფან ალაჯაჯიანი, ჰენრიხ მალიანი |
როლებში | ფრუნზიკ მკრტჩიანი, სოფიკო ჭიაურელი |
კომპოზიტორი | ტიგრან მანსურიანი |
ოპერატორი | სერგეი ისრაელიანი |
მხატვარი | რაფაელ ბაბაიანი |
სტუდია | „არმენფილმი“ |
გამოსვლის თარიღი | 1980 |
ხანგრძლივობა | 92 წთ |
ქვეყანა | სომხეთის სსრ, სსრკ |
ენა | სომხური |
„ცის ნაჭერი“ — კინოსტუდია „არმენფილმის“ 1980 წლის ფილმი, რომლის რეჟისორია ჰენრიხ მალიანი. ფილმი გადაღებულია ვაჰან ტოტოვენცის მოთხრობის - „ცისფერი ყვავილების“ მიხედვით.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმი ხარბერდში გაზრდილ ობოლი თორიკის შესახებ მოგვითხრობს.
მორცხვი ბიჭი, თორიკი, დეიდის და მისი ხელოსანი ქმრის მზრუნველობის ქვეშ იზრდება. თორიკი იზრდება და ბორდელის გოგონაზე დაქორწინდება. ქალაქი მას ვერ აპატიებს, მაგრამ ახალგაზრდა მამაკაცი მონდომებას და გამბედაობას იჩენს საკუთარი ბედნიერებისთვის.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფრუნზიკ მკრტჩიანი - გრიგორ-აღა
- სოფიკო ჭიაურელი – ტურვანდა, თორიკის დეიდა და დედობილი
- გალინა ბელიაევა - ანჟელა
- აშოტ ადამიანი - თორიკი
- არმენ კუიუმჯიანი - თორიკი ბავშვობაში
- გალია ნოვენცი - ჰოვაკიმის ცოლი
- აზატ შერენცი - მღვდელი
- ლეონარდ სარქისოვი - პარიკმახერი
- ალექსანდრე გალიბინი - საშა
პრიზები და ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სოფიკო ჭიაურელმა შესრულებული როლისთვის სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტის წოდება მიიღო.
- ფილმი სან რემოს კინოფესტივალზე მოხვდა.
- 1981 წელს ვილნიუსის მე-14 საკავშირო კინოფესტივალზე ჰენრიხ მალიანმა მიიღო ჯილდო საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის. საუკეთესო მუსიკალური გადაწყვეტისთვის პრიზი ფილმის კომპოზიტორ ტიგრან მანსურიანს გადაეცა, კინოფესტივალის ყველაზე მომხიბვლელ მსახიობად კი თორიკის როლის შემსრულებელი, მსახიობი აშოტ ადამიანი.
- პრემიერა ერევანში - 1980 წლის 10 ოქტომბერს
- პრემიერა მოსკოვში - 1980 წლის მაისში