შინაარსზე გადასვლა

ცინუკი დადიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნინო (ცინუკი) დავითის ასული დადიანი (დ. 13 მაისი, 1916, თბილისი, — 11 ნოემბერი, 1993, იქვე) — ქართველი ესტრადის მომღერალი, ექიმი. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1975).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1950 წელს. 1951 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. ვოკალურ ხელოვნებას დაეუფლა მოსკოვის კონსერვატორიაში (პედაგოგი მ. პეტროვა). 1961 წლიდან იყო თბილისის ფილარმონიის სოლისტი. ასრულებდა ქალაქურ (ძველ თბილისურ) სიმღერებს იეთიმ გურჯის, იოსებ გრიშაშვილის, ანა კალანდაძის და სხვათა ლექსებზე („გამარჯობა, ჩემო თბილისქალაქო“, „სიონში შევალ“, „ჩემი აღმართი“, „შენ რომ დამტოვე“, „მაგნოლია“). სიმღერებს ასრულებდა დუდუკების თანხლებით. გამოდიოდა დასტებთან (ქსოვრელები და სხვ.) ერთად. განსაკუთრებით პოპულარული იყო XX საუკუნის 60–90-იანი წლების თბილისში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]