ცემენტი
ცემენტი (გერმ. Zement < ლათ. caementum – ღორღი, მსხვრეული ქვა) — ჰიდრავლიკური მჭიდა ნივთიერებების დიდი ჯგუფის კრებითი სახელწოდება; ერთ-ერთი უმთავრესი საშენი მასალა, რომელსაც იყენებნ ბეტონისა და დუღაბის დასამზადებლად, ნაგებობის ცალკეული ელემენტების (დეტალების) დასამაგრებლად, ჰიდროსაიზოლაციოდ და სხვ.
ამ ტერმინის ზოგადი გაგებით ცემენტი ცნობილია უძველესი დროიდან. პირველი ხელოვნური მჭიდა ნივთიერებები იყო თაბაშირი და კირი, რომლებსაც ძველი ეგვიპტელები და ბერძნები იყენებდნენ მონუმენტური ნაგებობის ასაშენებლად (ზოგიერთი მათგანი დღემდეა შემონახული). უფრო მოგვიანებით მჭიდა ნივთიერებად იყენებდნენ კირის დუღაბს, რომელშიც შედიოდა დაწვრილმანებული ვულკანური ქანების (ძველ რომში), კერამიკის ნაფხვენის (ძველ კოლხეთში) ან სუსტად გამომწვარი აგურფხვნილის (კიევის რუსეთში) დანამატები; ეს დანამატები მჭიდა მასალას ანიჭებდა წყალში გამყარების უნარს.
1795 წელს ჯ. პარკერმა მიიღო პატენტი რომანცემენტის გამოგონებისათვის, ხოლო 1824 წელს ჯ. ასპდინმა (ინგლისი) და 1825 წელს ე. ჩელიევმა (რუსეთი) ერთამანეთისაგან დამოუკიდებლად შექმნეს მჭიდა ნივთიერება, რომელიც დღეს პორტლანდცემენტის სახელწოდებითაა ცნობილი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- British Cement Association (UK)
- Cembureau (EU) დაარქივებული 2010-07-04 საიტზე Wayback Machine.
- Portland Cement Association (US)
- Verein Deutscher Zementwerke e. V. (VDZ), (Germany) დაარქივებული 2011-07-19 საიტზე Wayback Machine.
- Carbon dioxide emission from the global cement industry (in 1994)[მკვდარი ბმული]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 193.
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |