შინაარსზე გადასვლა

ჩილეს ეკონომიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩილე მსოფლიოში ღვინის სიდიდით მე-5 ექსპორტიორია[1]

ჩილეს ეკონომიკა არის დინამიურ, საბაზრო და საერთაშორისო ვაჭრობაზე ორიენტირებული. ადრეული 1990-იანი წლების განმავლობაში, როდესაც პატრისიო ეილვინის დემოკრატიულმა მთავრობამ გააღრმავა მათი წინამორბედი სამხედრო ხელისუფლების დაწყებული ეკონომიკური რეფორმები, ჩილეს როგორც ეკონომიკური რეფორმატორი ქვეყნის რეპუტაცია განმტკიცდა. ჩილეს ეკონომიკას ჰქონდა მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური 8%-იანი ზრდა 1991-1997 წლებში, მაგრამ 1998 წელს ეს მაჩვენებელი განახევრდა, ვიწრო მონეტარული პოლიტიკით შემოღებული იმპორტ-ექსპორტის ბალანსის კონტროლისა და ექსპორტიდან მიღებული მცირე მოგების გამო - ეს უკანასკნელი კი აზიის ფინანსური კრიზისის შედეგი იყო. ბოლო წლებში ჩილეს ეკონომიკამ აღიდგინა ძალები და ზრდამ 5-7%-ს მიაღწია. 1990 წლიდან, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი სამჯერ გაიზარდა და დღეს 19,475 დოლარს შეადგენს. სიღარიბის ქვეშ მცხოვრებთა რაოდენობა 1988 წლისთვის 48% იყო, 2000 წელს 20%-მდე დავიდა, დღეისთვის კი 13,7%-ს უდრის.

2009-2010 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში ჩილე მსოფლიოს 30 საუკეთესოს შორის, ხოლო ლათინურ ამერიკაში პიველად დაასახლეს. მაშინ როდესაც ბრაზილია არის 56-ე, მექსიკა მე-60 და არგენტინა 85-ე.[2] მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული ბიზნესის წარმოების ინდექსით, რომელიც ბიზნესის კეთების სიმარტივეს, ბიზნესის რეგულაციას და საკუთრების უფლების დაცვას ეყრდნობა ჩილე არის 49-ე.[3] ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია დათანხმდა, სხვა სამ ქვეყანასთან ერთად ჩილე მიეწვია ოფიციალური წევრობის მიღებისათვის მოლაპარაკებებზე.[4] ამის მიუხედავად ჩილე, სხვა ლათინური ამერიკის ქვეყნების მსგავსად მრავალი პრობლემის წინაშე დგას. მას ისეთ მაჩვენებლებში როგორიცაა სოციალური თანასწორობა და უმუშევრობს ინდექსი უფრო ცუდი მაჩვენებლები აქვს ვიდრე მექსიკას.[5][6][7]ჩილეს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წილი სპილენძის ექსპორტზე მოდის (მსოფლიო ექსპორტის 1/3). ჩილეს საგარეო პირდაპირმა ინვესტიციებმა 2012 წელს 17.3 მილიარდი დოლარი შეადგინა. საერთაშორისო გამჭირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსით ჩილე მსოფლიოს ყველაზე ნაკლებად კორუფციულ ქვეყნებს შორის მე-20 ადგილზეა.

მშპ-ს შემადგენლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მშპ-ს ძირითადი მაკროეკონომიკური აგრეგატები

სექტორი 2003-09 (%) 2009 (%)
პირადი მოხმარება 58.3 59.8
სამთავრობო ხარჯები 11.6 13.4
ინვენტარის ცვლილებები 0.4 -2.4
მთლიანი საწესდებო კაპიტალის ცვლილება 20.8 21.4
(ექსპორტი) (42.1) (38.1)
(იმპორტი) (33.1) (30.4)
ექსპორტს - იმპორტი 8.9 7.8
მთლიანი შიდა პროდუქტი 100.00 100.00

Note: 2007 წლის მონაცემები არის წინასწარი, 2008-09 წლების მონაცემები პრელიმინარული. წყარო: ჩილეს ცენტრალური ბანკი,28 მარტი, 2010 წელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]