შინაარსზე გადასვლა

ქიწნისის ყველაწმინდის ეკლესია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქიწნისის ყველაწმინდის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის განაპირას, ჩრდილო-დასავლეთით, ძველ სასაფლაოზე. აგებულია 1895 წელს.

ეკლესია დარბაზულია (9 X 4,9 მ), ნაგებია რიყის ქვით და აგურით. შენობა ძლიერ დაზიანებულია. ჩანგრეულია კამარა და ლავგარდანი. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ვიწრო სწორკუთხა სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია. დასავლეთის და სამხრეთის კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელია, ჩრდილოეთისაში - თაღოვანი ნიში. დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილი განიერი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა კამარის საბჯენი თაღი. დასავლეთ ფასადზე, სარკმლის ქვეშ, კედელში დატანებულია დიდი თლილი ქვა, რომლის მხედრული წარწერა ეკლესიის აშენების თარიღს გვაუწყებს. დასავლეთ კედლის ფრონტონის თავზე დაშენებულია სწორკუთხა, ორივე მხრიდან დამრეცი თაღებით გახსნილი სამრეკლო, რომელსაც აგურისსახურავიანი გუმბათი აქვს.

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5, თბ., 1990.