შინაარსზე გადასვლა

ფილიპე აგალცოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფილიპე ალექსანდრეს ძე აგალცოვი (რუს. Филипп Александрович Агальцов; დ. 20 იანვარი, 1900, ტულის გუბერნია — გ. 29 ივნისი, 1980, მოსკოვი) — რუსი ავიაციის მარშალი (1962), სკკპ წევრი 1919 წლიდან.

1915–1919 წლებში იყო ობუხოვის ქარხნის მუშა, 1919 წლიდან საბჭოთა არმიაშია. მონაწილეობდა სამოქალაქო ომში. 1925 წელს დაამთავრა სამხედრო-პოლიტიკური სკოლა, 1932 წლიდან — ვ. ი. ლენინის სახელობის სამხედრო-პოლიტიკური აკადემია, 1934 წლიდან — მფრინავთა კურსები. 1937–1938 წლებში მონაწილეობდა მოხალისედ ესპანელი ხალხის ეროვნულ-რევოლუციურ ომში, სამამულო ომის დასაწყისში მეთაურობდა საავიაციო ბომბდამშენ პოლკს. 1941–1943 წლებში იყო მფრინავთა სამხედრო-საავიაციო სკოლის უფროსი. 1943–1945 წლებში მოიერიშე ავიადივიზიისა და პოლონური პირველი შერეული საავიაციო კურპუსის სარდალია. 1949–1962 წლებში ფილიპე აგალცოვი უმაღლეს სამეთაურო თანამედებობებზე იყო სამხედრო ავიაციაში, 1962 წლიდან შორსმოქმედი ავიაციის სარდალია. დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 11 სხვა ორდენითა და მედლებით.