ფარაჰის პროვინცია
ფარაჰის პროვინცია فراه | |
ქვეყანა | ავღანეთი |
---|---|
ადმ. ცენტრი | Farah |
შიდა დაყოფა | Anar Dara District, Bakwa District, Bala Buluk District, Farah City District, Gulistan District, Khaki Safed District, Lash Wa Juwayn District, Pur Chaman District, Pusht Rod District, Qala i Kah District და Shib Koh District |
კოორდინატები | 32°30′00″ ჩ. გ. 63°30′00″ ა. გ. / 32.50000° ჩ. გ. 63.50000° ა. გ. |
ფართობი | 48 471 კმ² კმ² |
ოფიციალური ენა | დარი და პუშტუ |
სალაპარაკო ენები | დარი, პუშტუ |
მოსახლეობა | 488 100 კაცი (2007) |
სიმჭიდროვე | 10,07 ადამ./კმ² კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTCUTC+4:30 |
ფარაჰის პროვინცია (პუშტუ / ირანული: فراه) — ავღანეთის 34 პროვინციიდან ერთ-ერთი. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ირანის საზღვართან. იგი არის ფართო და მეჩხერად დასახლებული რეგიონი, იყოფა თერთმეტ რაიონად და შეიცავს ასობით სოფელს. მისი მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 925.016 ადამიანს, რომელიც მრავალეთნიკურია და ძირითადად, სოფლის ტომის საზოგადოებას წარმოადგენს. პროვინციის დედაქალაქია ქალაქი ფარაჰი, რომელშიც მდებარეობს აეროპორტი.
პროვინციის ფართობია დაახლოებით 48,000 კმ 2. იგი დაახლოებით ორი მერილენდის შტატის ზომაა ან სამხრეთ კორეის ნახევარი. ფარაჰის პროვინციას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ჰერათის პროვინცია, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ღურის პროვინცია. სამხრეთით ჰელმანდის პროვინცია, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით ნიმრუზის პროვინცია და დასავლეთით ირანი. ეს არის მეოთხე უდიდესი პროვინცია ავღანეთში.
ავღანეთის ამ პროვინციაში მრავალი ისტორიული ციხის ნანგრევებია შემორჩენილი. მათ შორის ყველაზე კარგად გამოიყურება ალექსანდრე მაკედონელის ციხე ქალაქ ფარაჰის მახლობლად.
რაიონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანარ-დარა
- ბალა-ბულუკი
- ბაკვა
- გულისტანი
- კალა-ი-კახი
- კხაკი-საფედი
- ლაშ-ბა-ჟუვაინი
- პურ-ჩამანი
- პუშტ-როდი
- ფარაჰი
- შიბ-კოხი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰერათის პროვინცია | ღურის პროვინცია | |||
ირანი | ||||
ფარაჰის პროვინცია | ||||
ნიმრუზის პროვინცია | ჰელმანდის პროვინცია |