შინაარსზე გადასვლა

უდაბნოს კალია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უდაბნოს კალია

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Schistocerca gregaria

უდაბნოს კალია (ლათ. Schistocerca gregaria) — ჯოგური მწერი კალიისებრთა ზეოჯახისა. მეტად საშიში მრავლისმჭამელი მავნებელია. გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკაში, დასავლეთ და სამხრეთ აზიაში (ინდოეთის ჩათვლით). ახასიათებს წელიწადში 2-3 გენერაცია. მასობრივი გამრავლებისას შესაძლოა მათი შემოფრენა ამიერკავკასიაში. იკვებებიან კულტურული და ველური მცენარეების 400-მდე სახეობით. მათმა თავდასხმამ შეიძლება მოსავლის სრული განადგურება გამოიწვიოს. დადგენილია უდაბნოს კალიის მასობრივი გამრავლების რიტმულობა — საშუალოდ ყოველ 10-12 წელიწადში ერთხელ.