სპარსული ვიკიპედია
სპარსული ვიკიპედია ویکیپدیادانشنامهٔ آزاد | |
---|---|
მისამართი: | fa.wikipedia.org |
კომერციული: | არა |
საიტის ტიპი: | ქსელური ენციკლოპედია |
რეგისტრაცია: | არა არის სავალდებულო |
ენა: | სპარსული |
მფლობელი: | ფონდი ვიკიმედია |
მუშაობის დაწყება: | 2003 წლის დეკემბერი |
სტატიების რაოდენობა: | 1 017 451 |
გვერდების რაოდენობა: | 5 755 571 |
რედაქტირებების რაოდენობა: | 40 465 261 |
დარეგისტრირებული მომხმარებელი: | 1 347 301 |
აქტიური მომხმარებელი: | 4 424 |
ადმინისტრატორი: | 32 |
სიღრმე: | 152.5 |
სპარსული ვიკიპედია (სპარს. ویکیپدیای فارسی) — ვიკიპედიის განყოფილება ფარსიზე.
სპარსული ვიკიპედია 2003 წლის დეკემბერში გაიხსნა, 2004 წლის 16 დეკემბერს კი უკვე ათას სტატიას მოიცავდა. ათი ათას სტატიას სპარსულმა განყოფილებამ 2006 წლის 18 თებერვალს მიაღწია. 2008 წლის 31 დეკემბერს კი 50 000 სტატიას მოითვლიდა, ხოლო 2010 წლის 25 აგვისტოს უკვე 100 000 სტატია იყო დაწერილი. 2011 წლის 22 მაისს სტატიათა რაოდენობამ 150 000 მიაღწია. 2012 წლის 10 ივლისს სპარსული ვიკიპედიის სტატიათა რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა.
ტაჯიკური ვიკიპედია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სპარსულ ვიკიპედიასთან ახლომდგომი ტაჯიკური ვიკიპედია სპარსული ენის ტაჯიკურ დიალექტზეა შექმნილი. სპარსულისგან განსხვავებით, რომელიც არაბული ანბანის სახელცვლილ სპარსულ ასო-ნიშნებს იყენებს, ტაჯიკური სახეცვლილ კირილიცას და ლათინურ ანბანს ეყრდნობა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Tabesh, Sina. (2004-05-14) ویکیپدیا چیست؟ Persian. Cappucino Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-28. ციტირების თარიღი: 2007-07-09.
- Persian Wikipedia’s Entries Pass the 100,000 Mark (Payvand News) დაარქივებული 2011-06-29 საიტზე Wayback Machine.
- شرمنده، عبارت پرس و جوی شما یافت نشد! (دویچه وله)
- درآمدهای ویکیپدیای پارسی از صد هزار گذشت (رادیو زمانه)
|