შინაარსზე გადასვლა

სვანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სვანები
შვანარ
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
დროშა: საქართველო საქართველო ~ 80 ათასი
ენები სვანური ენა, ქართული ენა
რელიგიები ქრისტიანობა

სვანებიქართველთა სუბეთნიკური ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ სვანეთში, მესტიისა და ლენტეხის რაიონებში, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში (კოდორის ხეობა, დალის ხეობა, ისტორიული მისიმიანეთი, იგივე აფხაზეთის სვანეთი). სვანი ეკომიგრანტები დღეს საქართველოს ბევრ რეგიონშია ჩასახლებული: იმერეთი, ქვემო ქართლი, კახეთი. სვანურ ტომებს წარსულში უზარმაზარი ტერიტორია ეკავათ კავკასიონის როგორც სამხრეთ კალთებზე, ასევე ჩრდილოეთში (მდინარე ყუბანის ზემო წელში). წარსულში სვანებს ახასიათებდათ კულტურისა და ყოფის ლოკალური თავისებურებები, როგორებიც იყო კოშკური არქიტექტურის ორიგინალური ფორმები, ალპური მეურნეობის განვითარება, სამხედრო დემოკრატიის გადმონაშთები და სხვა. სვანების დიდი ნაწილი ორენოვანია: ისინი საუბრობენ ქართულ ენაზე, ხოლო ყოველდღიურ ყოფაში იყენებენ სვანურს, რომელიც ქართველურ ენებს მიეკუთვნება. ამჟამად საქართველოში მცხოვრები დაახლოებით 3.600.000 ქართველიდან დაახლოებით 80.000 ქართველი, სვანური ეთნოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენელია.

დონ კრისტოფორო დე კასტელი წერს

ვიკიციტატა
„კავკასიის მთებში სვანები ქრისტიანის სახელს პატივს სცემენ, მაგრამ რადგან მღვდლები არ ყავთ, ამიტომ არ ინათლებიან. აფხაზები, სვანები, ამორძალები... რადგან ურწმუნონი არიან, ერთმანეთსა მტრობენ.“

[1]

სვანებს შორის ყველაზე გავრცელებული Y-ქრომოსომული ჰაპლოჯგუფია G2a (90%), მეორე ადგილზეა Y-ქრომოსომული ჰაპლოჯგუფი R1a (5%), მესამეზე Y-ქრომოსომული ჰაპლოჯგუფია J2a1 (დაახლოებით 3%). მიტოქონდრიულ ჰაპლოჯგუფებს შორის გავრცელებულია ჰაპლოჯგუფები H (17,9%), K (15,8%), W6 (13%), T (9,24%), U1 (7,61%), X2 (6, 52%), U2 (5,98%).[2][3]

  1. დონ კრისტოფორო დე კასტელი. ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ. თბილისი, 1977წ
  2. Yardumian A. et al. Genetic diversity in Svaneti and its implications for the human settlement of the Highland Caucasus
  3. Генетический портрет сванов на фоне народов Южного Кавказа