შინაარსზე გადასვლა

როშფორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როშფორის ხედი

როშფორი (ფრანგ. Rochefort) — სავაჭრო პორტი, ზღვისპირა შარანტის დეპარტამენტში, მდინარე შარანტის მარჯვენა ნაპირზე. ბისკაიის უბესთან მისი შეერთების ადგილიდან 16 კილომეტრში.

2010 წლის მონაცემებით კომუნის მოსახლეობა შეადგენდა 25 140 კაცს[1].

როშფორის მშენებლობა დაიწყო 1666 წელს. როშფორის გამაგრება გაგრძელდა ნაპოლეონის დროს. მან კუნძულ ილ-დ’კსთან ახლოს ააშენა ცნობილი ბოიარის ციხესიმაგრე, ბედის ირონიით, სწორედ ამ წყლებში დანებდა ნაპოლეონი ბრიტანელებს 1815 წლის 17 ივლისს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]