რობერტ მილიკენი
რობერტ მილიკენი | |
---|---|
ინგლ. Robert Andrews Millikan | |
დაბ. თარიღი | 22 მარტი, 1868[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბ. ადგილი | Morrison |
გარდ. თარიღი | 19 დეკემბერი, 1953[1] [2] [3] [5] [6] [7] [8] (85 წლის) |
გარდ. ადგილი | სან-მარინო[9] |
დასაფლავებულია | ფორესტ-ლაუნის მემორიალური პარკი[10] |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ფიზიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | ჩიკაგოს უნივერსიტეტი და კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | კოლუმბიის უნივერსიტეტი, ობერლინის კოლეჯი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი და Maquoketa Community High School |
მეუღლე | Greta Millikan |
შვილ(ებ)ი | Clark Blanchard Millikan, Glenn Allan Millikan და Max Millikan |
ჯილდოები | ედისონის მედალი[11] , ფარადეის ლექციის პრიზი, ნობელის პრემია ფიზიკაში[12] [13] , ASME-ს მედალი[14] , ერსტედის მედალი[15] , ჰიუზის მედალი, მატეუჩის მედალი, ფრანკლინის მედალი, კომსტოკის პრემია ფიზიკაში[16] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, ახალი ზელანდიის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრი[17] და doctor honoris causa from the University of Paris[18] [19] |
რობერტ ენდრუს მილიკენი (ინგლ. Robert Andrews Millikan; დ. 22 მარტი, 1868, ილინოისი — გ. 19 დეკემბერი, 1953) — ამერიკელი ფიზიკოსი. ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში (1923).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1868 წლის 22 მარტს, ილინოისის შტატში აშშ, მღვდლის ოჯახში დაიბადა რობერტ მილიკენი, რომელსაც შემდეგში წილადხვდა აშშ-ისტორიაში ასომთავრულით შესულიყო ბავშვობაში მილიკენმა პატარა ქალაქ მაკვოკეტაში გაატარა. იგი დიდ გაჭირვებაში იზრდებოდა, რადგან მის მშობლებს, რობერტის გარდა, კიდევ ხუთი შვილი ჰყავდათ აღსაზრდელი, ხოლო პროვინციის მღვდლის ჯამაგირი აშშ-ში ძალზე მცირე იყო.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მილიკენი ობერლინის კოლეჯში შევიდა. აქ იგი ერთდროულად სტუდენტიც იყო და მასწავლებელიც, როგორც კარგი სპორტსმენი კოლეჯის სტუდენტებს ტანვარჯიშს ასწავლიდა და ამ ხელფასით თავს ირჩენდა. მილიკენის ბავშვობისა და სიჭაბუკის პერიოდის ამერიკაში ფიზიკის განვითარების დონე ერთობ დაბალი იყო. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ სტუდენტობის პერიოდში მილიკენი გატაცებული იყო კლასიკური ენებითა და ლიტერატურით.
1889 წელს, 21 წლის მილიკენს პროფესორმა ჯონ პეკმა, რომელიც ბერძნულ ენას კითხულობდა, მილიკენს სთხოვა, კარგად შეესწავლა ფიზიკა, რომ მომავალ სასწავლო წელს სტუდენტებისათვის წაეკითხა ელემენტარულად. მილიკანმა განუცხადა, რომ ფიზიკა მან სრულებით არ იცის და ამ დავალების შესრულება გაუჭირდებოდა. პეკმა გაამხნევა იგი და უთხრა: ვინც ბერძნულს კარგად ითვისებს, იგი ფიზიკის შეთვისებასაც შეძლებსო. ერთი სიტყვით, როგორც იტყვიან, „პეკის პასუხისმგებლობის ქვეშ“ მილიკენმა დაიწყო ფიზიკის შესწავლა და ბეძნული ენის შესწავლა აღარც უცდია.
1891 წლის კოლეჯში დამთავრების შემდეგ ფიზიკის უფრო ღრმად შესწავლის სურვილით გატაცებული მილიკენი ჯერ თავისივე კოლეჯში განაგრძობს მასწავლებლობას, ხოლო შემდეგ, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მიემგზავრება კოლუმბიის უნივერსიტეტში სახელმწიფოს ხარჯზე. აქ იგი პირველად შეხვდა ფიზიკით დაინტერესებულ ადამიანებს, რამაც საბოლოოდ ჩამოაყალიბა როგორც მეცნიერი ფიზიკოსი.
გერმანიაში ყოფნის პერიოდში მილიკენმა მიიღო მაიკელსონის დეპეშა, რომელშიც სთავაზობდა ასისტენტის თანანმდებობას ჩიკაგოს უნივერსიტეტში. ცხადია, ამ წინადადდებას მილიკენი სიხარულით დაეთანხმა სხვადასხვა მოსაზრების გამო. მათ შორის უმთავრესი კი ის იყო, რომ მას მაიკელსონთან მუშაობის საშუალება ეძლეოდა. 1895 წელს მილიკენმა მიიღო კოლუმბიის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი, ხოლო ერთი წლის შემდეგ შეუდგა ლექციების გარდა მას მიენდო ასპირანტების ხელმძღვანელობაც და საზოგადოდ. მთელი სასწავლო პროცესი კათედრისა და ფაკულტეტის ხაზით.
რობერტ მილიკანის შრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სერიოზულ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას მილიკენი ორმოცი წლის ასაკში შეუდგა. მრავალი წლის დაძაბული ექსპერიმენტული მუშაობის დასასრულს მან ჩაატარა ორი შესანიშნავი ცდა, რომლითაც ფიზიკის ისტორიაში საპატიო სახელი დაიმკვიდრა. XX საუკუნის დასაწყისში მსოფლიოს ფიზიკოსები დაინტერესებული იყვნენ ელექტრონის ელექტრული მუხტის სიდიდით. ამ მიზნით მათ მრავალი ცდა ჩაატარეს, მაგრამ ყველა შრომა უშედეგოდ დამთავრდა.
1672 წლიდან ერთი საუკუნის განმავლობაში მსოფლიოს ფიზიკოსთა შორის გაბატონებული იყო სინათლის ნიუტონისეული თეორია, რომელსაც კორპუსკულური თეორია ეწოდებოდა. ნიუტონის აზრით, სინათლე ვრცელდება წყვეტილად, პატარ-პატარა ნაწილაკების სახით. ამ ნაწილაკებს მან კორპუსკულები უწოდა. რ. ჰუკის კრიტიკის შემდეგ, 1675 წელს, ნიუტონმა ეს ჰიპოტეზა შეავსო და დასაშვებად სცნო ერთდროულად ტალღების არსებობაც, სახელდობრ, სინათლის კორპუსკულების ურთიერთდაჯახების შედეგად ტალღების გავრცელება. მაგრამ შემდეგში ნიუტონმა უარყო ეთერისა და მისი ტალღების არსებობა და დატოვა სინათლის მხოლოდ კორპუსკულური თეორია. ნიუტონი ამ უარყოფას იმ გარემოებით ხსნიდა, რომ ეთერი ხელს არ უშლის პლანეტების მოძრაობას და ამდენად იგი არ არსებობსო. მსოფლიო ფიზიკოსთა შორის მილიკენი ცნობილი იყო როგორც ენაწყლიანი და ზომაზე მეტად მოლაპარაკე, ამასთან ერთად ენამოსწრებულიც. ამ გარემოებამ მის მოწაფეებს საბაბი მისცა ფიზიკაში შემოეტანათ ერთი ახალი ერთეული „კენი“, მისი მეათედი ნაწილი - „მილიკენი“ აღემატებოდა საშუალო ტემპის მოლაპარაკე ადამიანს.
რობერტ მილიკენი გარდაიცვალა 1953 წლის 19 დეკემბერს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ., 394-398
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ Encyclopædia Universalis — Encyclopædia Britannica, 1968.
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 6.0 6.1 Czech National Authority Database
- ↑ 7.0 7.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 8.0 8.1 GeneaStar
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ https://www.ieee.org/content/dam/ieee-org/ieee/web/org/about/awards/recipients/edison-rl.pdf
- ↑ The Nobel Prize in Physics 1923 — Nobel Foundation.
- ↑ Table showing prize amounts — Nobel Foundation, 2019.
- ↑ https://www.asme.org/about-asme/honors-awards/achievement-awards/asme-medal
- ↑ https://www.aapt.org/programs/awards/oersted.cfm
- ↑ About the Comstock Prize in Physics — მეცნიერებათა ეროვნული აკადემია.
- ↑ https://www.royalsociety.org.nz/who-we-are/our-people/our-fellows/all-honorary-fellows/
- ↑ https://books.google.fr/books?id=_lLqDwAAQBAJ&pg=PA1906&lpg=PA1906
- ↑ L'Information universitaire — 1939. — ISSN 2024-3693
|