რობერტა მეცოლა
რობერტა მეცოლა | |
ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 18 იანვარი, 2022 |
წინამორბედი | დავიდ სასოლი |
ევროპის პარლამენტის წევრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 აპრილი, 2013 – დღემდე | |
დაბადებული | 18 იანვარი, 1979 სენტ-ჯულიანსი, მალტა |
მოქალაქეობა | მალტა |
პოლიტიკური პარტია | მალტის ნაციონალისტური პარტია |
მეუღლე | უკო მეცოლა |
შვილები | 4 |
განათლება | მალტის უნივერსიტეტი |
საიტი | robertametsola.eu |
რობერტა მეცოლა (მალტ. Roberta Metsola Tedesco Triccas; დ. 18 იანვარი, 1979, სენტ-ჯულიანსი, მალტა) — მალტელი პოლიტიკური მოღვაწე. მალტის ნაციონალისტური პარტიის წევრი. ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი 2022 წლის 18 იანვრიდან. 2020-2022 წლებში ევროპის პარლამენტის პრეზიდენტის პირველი მოადგილე. მალტის წარმომადგენელი ევროპის პარლამენტში 2013 წლიდან. ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის წევრი.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1979 წლის 18 იანვარს მალტაში.[1] 2003 წელს დაამთავრა მალტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სადაც სწავლობდა ევროპის სამართალსა და პოლიტიკას. 2003-2004 წლებში სწავლობდა ბრიუგეში მდებარე ევროპის კოლეჯში, სადაც სწავლობდა ევროპის სამართალს. 2000-2002 წლებში იყო ევროპელი დემოკრატი სტუდენტების თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო 2002-2003 წლებში გენერალური მდივანი.[1]
2004-2012 წლებში მუშაობდა ევროკავშირში მალტის მუდმივ წარმომადგენლობაში იურიდიულ და სასამართლო თანამშრომლობის ატაშესა და იუსტიციისა და შინაგან საქმეთა დეპარტამენტის უფროსად. 2012-2013 წლებში იყო უსაფრთხოების პოლიტიკის და საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონის იურისტ-კონსულტანტი.[1][2]
2013 წლის 25 აპრილს გახდა ევროპის პარლამენტის დეპუტატი.[1] 2020 წლის 12 ნოემბერს აირჩიეს ევროპის პარლამენტის პრეზიდენტის პირველ მოადგილედ.[1] 2022 წლის 11 იანვარს, დავიდ სასოლის გარდაცვალების შემდეგ იყო ევროპის პარლამენტის პრეზიდენტის მოვალეობის შესმსრულებელი, ხოლო 18 იანვარს აირჩიეს ახალ პრეზიდენტად.[3] მიიღო 458 ხმა 690-დან.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Roberta Metsola. European Parliament. ციტირების თარიღი: 2022-01-18
- ↑ Биография Роберты Метсолы. РИА Новости (2022-01-18). ციტირების თარიღი: 2022-01-18
- ↑ ევროპარლამენტის პრეზიდენტად რობერტა მეცოლა აირჩიეს
|