ჟუსელინუ კუბიჩეკი
ჟუსელინუ კუბიჩეკი Juscelino Kubitschek de Oliveira | |
ბრაზილიის 21-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
31 იანვარი, 1956 – 31 იანვარი, 1961 | |
წინამორბედი | ნერეუ რამოსი |
მემკვიდრე | ჟანიუ კუადროსი |
დაბადებული | 12 სექტემბერი, 1902 დიამანტინა, მინას-ჟერაისი |
გარდაცვლილი | 22 აგვისტო, 1976 რეზენდი, რიო-დე-ჟანეირო |
პროფესია | ექიმი |
ჟუსელინუ კუბიჩეკ დე ოლივიერა (პორტ. Juscelino Kubitschek de Oliveira; დ. 12 სექტემბერი, 1902, დიამანტინა — გ. 22 აგვისტო, 1976, რეზენდი, რიო-დე-ჟანეირო) — ბრაზილიელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ბრაზილიის პრეზიდენტი 1956-1961 წწ.
დაიბადა კომოვოიაჟერი მამისა (რომელიც გარდაიცვალა მაშინ როდესაც კუბიჩეკი 2 წლის იყო) და ჩეხური წარმოშობის მასწავლებელი დედის ოჯახში.
განათლებით ექიმმა. პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1934 წელს, როდესაც აირჩიეს მინას-ჟერაისის საკანონმდებლო კრების წევრად. 1950-1955 წწ. იყო ამ შტატის გუბერნატორი, ხოლო 1956 წელს აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად. განახორციელა ეკონომიკაში სწრაფი ნახტომის პოლიტიკა, შეამცირა გადასახადები უცხოურ კაპიტალზე. ბრაზილიაში დაიწყო საინჟინრო, საავტომობილი და სხვა მაღალი ტექნოლოგიების დარგების სწრაფი ტემპით განვითარება. 1960 წელს მისი ბრძანებულებით დედაქალაქი გადაიტანეს რიო-დე-ჟანეიროდან ბრაზილიაში, რაც ქვეყანას დაეხმარებოდა შიდა რესურსების ათვისებაში. 1961 წელს საკონსტიტუციო ვადის გასვლის შემდეგ გადადგა თანამდებობიდან. პრეზიდენტი გახდა ჟანიუ კუადროსი. 1964 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ კუბიჩეკს ისევე, როგორც კუადროსს პოლიტიკური საქმიანობა 10 წლით აეკრძალათ.
კუბიჩეკი დაიღუპა საავტომობილო კატასტროფაში 1976 წლის 22 აგვისტოს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბრაზილიის პრეზიდენტი
- მინას-ჟერაისის გუბერნატორები
- ბრაზილიის პრეზიდენტის ოფიციალური საიტი - ჟუსელინუ კუბიჩეკი
წინამორბედი: ნერეუ რამოსი |
ბრაზილიის პრეზიდენტი 1956 – 1961 |
შემდეგი: ჟანიუ კუადროსი |
|