შინაარსზე გადასვლა

ჟასმინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟასმინი
Jasminum polyanthum
Jasminum polyanthum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ზეთისხილისებრნი
გვარი:  ჟასმინი
ლათინური სახელი
Jasminum

ჟასმინი (ლათ. Jasminum) — მცენარეთა გვარი ზეთისხილისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 300-მდე სახეობას, რომელიც უმთავრესად გავრცელებულია აზიის, აფრიკის და სამხრეთ ამერიკის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში.

ყოფილ სსრკ-ში ველურად იზრდება 3 სახეობა, კერძოდ საქართველოში 2: სამკურნალო ანუ ნამდვილი ჟასმინი (ლათ. Jasminum officinale) ფოთოლმცვივანი ან ნახევრად მარადმწვანე მხოხავი ბუჩქია, რომლის სიმაღლე 10 -ს აღწევს. ნახევარქოლგა ყვავილები აქვს.

სინათლის მოყვარული და საკმაოდ გვალვაგამძლეა. იზრდება მთის ქვემო სარტყელში, ბუჩქნარებსა და ტყის პირებზე. ხარობს ზომიერად ტენიან ნიადაგებზე. ყვავილობს ივლისიდან ოქტომბრამდე. კარგი დეკორატიული მცენარეა. რგავენ ბაღებსა და პარკებში, იყენებენ კედლების, აივნებისა და ტალავრების გასამწვანებლად. ყვავილებიდან იღებენ სურნელოვან ეთეროვან ზეთს. ტანდაბალი ანუ ბუჩქოვანი ჟასმინი (ლათ. Jasminum fruticans) სწორი ან რკალისებრტოტებიანი ბუჩქია.

მისი სიმაღლე 1-1,5 მ აღწევს. ყვითელი ყვავილები აქვს. გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში მთის შუა სარტყლამდე, ბუჩქნარებში, ღვიიანებსა და მეჩხერ ტყეებში. გამოიყენება მშრალი ფერდობების გასამწვანებლად, ბორდიურად, ცოცხალ ღობედ. ეგზოტიკური სახეობებიდან უფრო გავრცელებულია ჩინური ანუ შიშველყვავილა ჟასმინი (ლათ. Jasminum nudiflorum).