პუებლის ბრძოლა (ესპ.La Batalla de Puebla) — მექსიკა-საფრანგეთის ომის საწყისი ეტაპის ბრძოლა. გაიმართა 1862 წლის 5 მაისს ქალაქ პუებლასთან, რომელშიც გამარჯვება მექსიკელებმა მოიპოვეს. 1861 წელს მექსიკის უარმა ვალების გადახდაზე გამოიწვია დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და საფრანგეთის ძალების შეყვანა ქვეყანაში. მექსიკის პრეზიდენტმა ბენიტო ხუარესმა შეძლო ინგლისელებთან და ესპანელებთან მოლაპარაკება და მათაც დაუყოვნებლივ გაიყვანეს თავიანთი ჯარი ქვეყნიდან. ფრანგები დარჩნენ და დაიწყო ფრანგული ინტერვენცია.
5 მაისსპუებლასთან ფრანგულ არმიას მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მექსიკელთა ძალებმა იგნასიო სარაგოსას ხელმძღვანელობით. სარაგოსას ცუდად შეიარაღებულმა 4 500 ჯარისკაცმა დაამარცხა შარლ დე ლორანსეს ხელმძღვანელობით, კარგად შეიარაღებული 8 000 ფრანგი.
გამარჯვების დღე აღინიშნება, როგორც მექსიკაში (სინკო-დე-მაიო), ასევე აშშ-ის სამხრეთ შტატებში.