პატი ბოიდი
პატი ბოიდი | |
---|---|
ბოიდი The Beatles-ის 2018 წლის შეკრებაზე ლივერპულში | |
დაბადების სახელი | პატრიცია ენ ბოიდი |
დაბადების თარიღი | 17 მარტი, 1944 |
საქმიანობა | მოდელი, ფოტოგრაფი |
აქტიური | 1961-დღემდე |
მეუღლე(ები) |
|
პატრიცია ენ ბოიდი (დ. 17 მარტი, 1944) — ინგლისელი მოდელი და ფოტოგრაფი. 1960-იან წლებში ჯინ შრიმპტონთან ერთად იყო ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო მოდელი, რომელიც ეპოქის ბრიტანელი ქალის გარეგნობას გამოხატავდა. 1966 წელს ბოიდი ჯორჯ ჰარისონზე დაქორწინდა. მან The Beatles-თან ერთად გაიზიარა მათი პოპულარობის მწვერვალი და მათთან ერთად გაეცნო ინდურ სპირიტუალიზმს. ბოიდი ჰარისონს 1977 წელს გაეყარა და 1979 წელს ერიკ კლეპტონზე დაქორწინდა. წყვილის ქორწინება 1989 წლამდე გაგრძელდა. ბოიდს ეძღვნება ჰარისონის სიმღერები: „If I Needed Someone“, „Something“, „For You Blue“ და კლეპტონის სიმღერები „Layla“ და „Wonderful Tonight“.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბოიდი 1944 წლის 17 მარტს[1] სომერსეტის საგრაფოს ქალაქ ტაუნტონში[2] კოლინ იენ ლანდონისა და დაიანა ფრენსის ბოიდების ოჯახში დაიბადა.[3] იგი მშობლებისთვის პირველი შვილი იყო. მალევე ბოიდის ოჯახი შოტლანდიაში გადავიდა, სადაც 1946 წელს მისი ძმა, კოლინი, დაიბადა.[4] შემდეგ ბოიდები სარის საგრაფოს ქალაქ გილდფორდში გადავიდნენ, სადაც მათ 1947 წელს მესამე შვილი, ჯენი, შეეძინათ.[5] ბოიდის მეორე და, პაულა, კენიის ქალაქ ნაკურუში 1951 წელს დაიბადა.[6] 1948-1953 წლებში, მას შემდეგ რაც ბოიდის მამა სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალებიდან გაათავისუფლეს, მისი ოჯახი ნაირობში ცხოვრობდა. ინგლისში დაბრუნების შემდეგ, ბოიდს ორი ნახევარძმა და ორი ნახევარდა შეეძინა.
1962 წელს ბოიდმა ლონდონში სილამაზის სალონში დაიწყო მუშაობა. მოდელობის დაწყება მას ერთ-ერთა კლიენტმა შთააგონა, რომელიც ჟურნალისთვის Honey მუშაობდა.[7]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამოდელო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბოიდმა სამოდელი კარიერა 1962 წელს ლონდონსა და პარიზში დაიწყო. მას უმუშავია მრავალ ცნობილ ჟურნალთან, მათ შორისაა ბრიტანული ვოგი, Vanity Fair და Elle, ასევე გაზეთებთან, როგორებიცაა The Daily Telegraph და The Times.[8] იგი თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ ფოტოგრაფებთან, როგორებიც არიან დევიდ ბეილი, ტერენს ტენოვენი და ბრაიან დეფი.[9] მოდელის ფოტო არაერთხელ დაბეჭდილა ბრიტანული ვოგის გარეკანზე.[10] ჟურნალისტმა ტომ ჰიბერტმა, ჯინ შრიმპტონთან ერთად ბოიდს საერთაშორისო მოდელი უწოდა, რომელიც მისთვის დამახასიათებელი გარეგნული ნიშნებით, მოკლე ქვედაკაბით, სწორი, გრძელი თმითა და ბავშვური გულუბრყვილობით, ბრიტანელი ქალის გარეგნობის გამოხატულებას წარმოადგენდა. ამ გარეგნობამ დიდი გავლენა მოახდინა დასავლურ მოდაზე, რასაც ხელი The Beatles-ის საერთაშორისო პოპულარობამ და აშშ-ში ბრიტანული კულტურის ფართო გავრცელებამ შეუწყო.[11]
1964 წელს რეჟისორმა რიჩარდ ლესტერმა ბოიდი The Beatles-ის შესახებ ფილმში მძიმე დღის ღამე გადაიღო.[12][13] გადაღებებზე ბოიდმა ჯგუფის გიტარისტი, ჯორჯ ჰარისონი, გაიცნო,[14] რომელთან სასიყვარულო ურთიერთობამაც მისი, როგორც მოდელის მიმართ, მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა.[11][15]
მწერალმა ბერი მაილსმა ბოიდს „The Beatles-ის წევრების ცოლებსა და შეყვარებულებს შორის ყველაზე გლამურული“ უწოდა. მის შესახებ მწერალმა შოუნ ლევიმ დაწერა, რომ ბოიდი იმის განსახიერება იყო, თუ „რას აძლევდა სამოციანების ვარსკვლავობა თავის რჩეულს.“[16][16] 1966 წელს ბრიტანელმა მოდის დიზაინერმა მერი კუენტმა დაწერა, რომ თანამედროვე ქალები უფრო მეტად ცდილობდნენ პატი ბოიდს დამსგავებოდნენ, ვიდრე მარლენ დიტრიხს. იგი წერს: „ისინი ცდილობენ ბავშვურად, ახალგაზრდულად, გულუბრყვილოდ და ნაკლებად სოფისტიცირებულად გამოიყურებოდნენ, რისი მიღწევაც ბევრად უფრო მეტ სოფისტიკაციას მოითხოვს, ვიდრე ამის წარმოდგენას სოფისტიფიცირებულები შეძლებენ.“[17]
გლორია სტევერსის თხოვნით,[12] ბოიდმა ამერიკული თინეიჯერული ჟურნალისთვის 16 სვეტის წერა დაიწყო, რომელსაც „პატის წერილი ლონდონიდან“ ეწოდა.[18] ტომ ჰიბერტის ცნობით, „იგი ჟურნალში წერდა უახლესი მოდის სიახლეების შესახებ, ატყობინებდა მკითხველს, თუ რა ეცვათ The Beatles-ისა და Rolling Stone-ის წევრებს და იძლეოდა რჩევებს მუქი და ხვეული თმის გასწორებისა და გაღიავების შესახებ.“[11] ბოიდი The Beatles-ის ქალი ფანების მხრიდან მტრობის სამიზნე იყო, სწორედ ამიტომ, ჰარისონმა მას, უსაფრთხოების მიზნით, კარიერის მიტოვება მოსთხოვა.[19] 1968 წელს ბოიდმა დასთან, ჯენისთან, ერთად ლონდონის პოპულარულ ჩელსის ბაზრობაზე ბუტიკი გახსნა, რომელსაც „Jennifer Juniper“ უწოდეს.[20]
ბოიდი ამბობს, რომ 1970-იანი წლების დასაწყისში „ვირტუალურად შეწყვიტა მოდელობა“.[21] ამ პერიოდში მან განაახლა კარიერა[22] და დიზაინერ ოზი კლარკთან დაიწყო თანამშრომლობა.[23] მისი ფოტო რამდენჯერმე დაიბეჭდა ბრიტანული ვოგის გარეკანზე.
ფოტოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბოიდმა მუსიკოსებისა და მეგობრების ფოტოების გადაღება 1960-იან წლებში დაიწყო და სამეფო ფოტოგრაფიული საზოგადოების წევრი იყო. მან განაცხადა, რომ პროფესიული სტატუტის არქონა მის ფოტოებს მეტ ინტიმურობასა და ავთენტურობას სძენდა, რადგან მისი ფოტოობიექტები მასთან ყოფნისას თავს მშვიდად გრძნობდნენ.[24] ბოიდმა ჰარისონის და კლეპტონის ფოტოების გამოფენა პირველად სან-ფრანცისკოს ხელოვნების გალერეაში 2005 წლის ვალენტინობის დღეს ჩაატარა. შოუს სათაური იყო „მუზის თვალთახედვით“.[25] გამოფენა აგრეთვე ჩატარდა კალიფორნიაში, დუბლინში, ტორონტოსა და სიდნეიში.[26]
ბოიდის გამოფენა გუშინ და დღეს: The Beatles და ერიკ კლეპტონი 2011 წელს კალიფორნიაში[27] და ვაშინგტონში National Geographic-ის სათავო ოფისში ჩატარდა.[28]
ქველმოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბოიდმა საქველმოქმედო საქმიანობა 1980-იან წლებში კლეპტონთან განქორწინების შემდეგ დაიწყო. 1991 წელს მან ბარბარა ბახთან, რინგო სტარის მეორე ცოლთან, ერთად SHARP (დამოკიდებულებისაგან გათავისუფლების თვითდახმარების პროგრამა) დააარსა.[29]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Boyd, Pattie; with Junor, Penny (2007) Wonderful Today: The Autobiography. London: Headline Review. ISBN 978-0-7553-1646-5.
- Tillery, Gary (2011). Working Class Mystic: A Spiritual Biography of George Harrison. Wheaton, IL: Quest Books. ISBN 978-0-8356-0900-5.
- Clayson, Alan (2003). George Harrison. London: Sanctuary. ISBN 1-86074-489-3.
- Barrow, Tony (2006). John, Paul, George, Ringo & Me: The Real Beatles Story. Boston, MA: Da Capo Press. ISBN 978-1-56025-882-7.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Hilary Alexander, "Patti Boyd, back in style", The Telegraph, 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-12-07. ციტირების თარიღი: 2022-07-30. საიტზე Wayback Machine
- Sarfraz Manzoor, "The Interview: Pattie Boyd, photographer, model and muse of George Harrison and Eric Clapton", The Sunday Times, 2016
- პატი ბოიდი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- Pattie Boyd Pictures and Images
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Boyd 2007, p. 4.
- ↑ Profiles: Pattie Boyd's extraordinary life. BBC Somerset.
- ↑ Boyd 2007, p. 7.
- ↑ Boyd 2007, p. 3.
- ↑ Boyd 2007, p. 6.
- ↑ Boyd 2007.
- ↑ Boyd 2007, pp. 35, 40–41.
- ↑ Boyd 2007, p. 50.
- ↑ Boyd 2007, p. 49.
- ↑ Mason, Anthony. (2007) A Rock Muse Remembers. CBS News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-11. ციტირების თარიღი: 2021-03-02.
- ↑ 11.0 11.1 11.2 Hibbert, Tom (1982). „Britain invades the world: Mid-Sixties British Music“. The History of Rock. Available at Rock's Backpages
- ↑ 12.0 12.1 Barrow 2006, p. 243.
- ↑ Crowther, Bosley (2007). „A Hard Day's Night (1964)“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-02. ციტირების თარიღი: 2021-03-02.
- ↑ Tillery 2011, p. 29.
- ↑ Clayson 2003, p. 201.
- ↑ 16.0 16.1 Levy 2003, p. 177.
- ↑ Clayson 2003, pp. 167, 476.
- ↑ Harry 2003, p. 34.
- ↑ Harry 2003, pp. 34, 35.
- ↑ Harry 2003, p. 63.
- ↑ Boyd 2007, p. 135.
- ↑ Huntley 2006, p. 87.
- ↑ Greene 2006, p. 198.
- ↑ Balfe, John. (2018) Interview with Pattie Boyd. entertainment.ie. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-19. ციტირების თარიღი: 2021-03-14.
- ↑ Lepold, Todd (2005). „Harrison, Clapton and their muse“. CNN.
- ↑ Fulton, Adam (2009). „Fab faces of swinging '60s“. The Sydney Morning Herald.
- ↑ Sahagun, Louis (3 July 2011). „An ex-Beatle wife brings the Age of Aquarius back to Catalina Island“. Los Angeles Times.
- ↑ unknown (29 September 2011). „Music on ... Photography: Pattie Boyd“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 September 2011.
- ↑ Harry 2003, p. 40.
|