შინაარსზე გადასვლა

პავლე კუბლაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პავლე კუბლაშვილი
დაბადების თარიღი 31 იანვარი, 1976 (1976-01-31) (48 წლის)
დაბადების ადგილი ტყიბული, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

პავლე (პალიკო) კუბლაშვილი (დ. 31 იანვარი, 1976, ტყიბული) — ქართველი თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის (2005, 2008, 2012) წევრი.

1997–2000 წლებში პალიკო კუბლაშვილი მუშაობდა საქართველოს იუსტიციის საბჭოში. 2000 წელს მუშაობდა საქართველოს საგადასახადო სამინისტროში. 2000–2001 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. 2001–2004 წლებში მუშაობდა ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში. 2004 წელს მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში. იმავე წელს იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ხოლო 2005 წელს — საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.

2005–2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ტყიბულის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 2008–2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (ტყიბულის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012 წლის არჩევნებზე კუბლაშვილი კვლავ იყრიდა კენჭს ტყიბულის ოლქში და ქართული ოცნების კანდიდატ ელისო ჩაფიძესთან დამარცხდა, თუმცა 2012–2016 წლებში მაინც გახდა საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — მეტი სარგებელი ხალხს“. აღსანიშნავია, რომ ტყიბულის ოლქში ნაციონალურმა მოძრაობამ მოახერხა და პროპორციული სისტემით გაიმარჯვა.

2015 წლის 25 მაისს პალიკო კუბლაშვილმა გოგა ხაჩიძესთან, ზურაბ ჯაფარიძესთან და გოგი მელაძესთან ერთად ერთად ნაციონალური მოძრაობის რიგები დატოვა და „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ დააფუძნა. 2016 წლის 28 ნოემბერს კუბლაშვილმა პარტია და პოლიტიკა დატოვა.[1]

პირადი და ოჯახური ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუბლაშვილი დაქორწინებულია. მისი ძმა, კონსტანტინე კუბლაშვილი 2005–2015 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „პავლე კუბლაშვილი: დადგა დრო, პოლიტიკიდან კერძო სექტორში გადავინაცვლო“. netgazeti.ge. 28 ნოემბერი, 2016. ციტირების თარიღი: 14 ნოემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)