შინაარსზე გადასვლა

ოთარ ეზიკაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოთარ სიმონის ძე ეზიკაშვილი (დ. 18 დეკემბერი, 1915, ქუთაისი, — გ. 26 სექტემბერი, 1994, თბილისი) — ქართველი ინჟინერ-მექანიკოსი. ტექნიკის მეცნიერების დოქტორი (1954), პროფესორი (1955), საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1967).

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ენერგომექანიკის ფაკულტეტი (1939). 1939-1946 წლებში მუშაობდა ჯერ ქუთაისის ლითოფონის ქარხნის მთავარი ინჟინერ-მექანიკოსის მოადგილედ, შემდეგ თბილისის ელექტრომექანიკური ქარხნის დირექტორად. 1946 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც 1954 წლიდან იყო მანქანათა ნაწილებისა და ამწევ-სატრანსპორტო მანქანების კათედრის გამგე, 1990 წლიდან გარდაცვალებამდე — ამავე კათედრის პროფესორი. მისი სამეცნიერო შრომები ეხება მანქანათა გაანგარიშება-დაპროექტების მეთოდების სრულყოფას.

  • მანქანათა ნაწილები (სახელმძღვანელო), ნაწ. 1–2, თბ., 1975–77.