ნოემბრის რევოლუცია
იერსახე
ნოემბრის რევოლუცია | |||
---|---|---|---|
თარიღი |
| ||
მდებარეობა | გერმანიის იმპერია | ||
შედეგი |
| ||
მხარეები | |||
| |||
ნოემბრის რევოლუცია ვიკისაწყობში |
ნოემბრის რევოლუცია (გერმ. Novemberrevolution), ასევე ცნობილია როგორც გერმანიის 1918–1919 წლების რევოლუცია — რევოლუცია გერმანიის იმპერიაში 1918 წელს, რომლის შედეგად დასრულდა პირველი მსოფლიო ომი, ბოლო მოეღო გერმანიის იმპერიას და შეიქმნა საპარლამენტო რესპუბლიკა, ცნობილი, როგორც ვაიმარის რესპუბლიკა. რევოლუციის დასაწყისად ითვლება 1918 წლის 4 ნოემბერი — კილში მატროსების აჯანყება, კულმინაციური მომენტად — 9 ნოემბრის შუადღისას რესპუბლიკის წარმოქმნა, ხოლო ფორმალურ დასასრულად 1919 წლის 11 აგვისტო, როდესაც რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ფრიდრიხ ებერტმა ხელი მოაწერა ვაიმარის კონსტიტუციას.