შინაარსზე გადასვლა

ნიტრა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ნიტრა
სლოვაკ. Nitra
დროშა გერბი

ქვეყანა სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი
მხარე ნიტრა
რაიონი ნიტრა
კოორდინატები 48°18′25″ ჩ. გ. 18°05′11″ ა. გ. / 48.30694° ჩ. გ. 18.08639° ა. გ. / 48.30694; 18.08639
მმართველი Marek Hattas
დაარსდა 826
პირველი ხსენება 828
ფართობი 100.48 კმ²
ცენტრის სიმაღლე 190
ოფიციალური ენა სლოვაკური ენა|სლოვაკური
მოსახლეობა 84 800 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 844 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი +421-37
საფოსტო ინდექსი 949 01
საავტომობილო კოდი NR
ოფიციალური საიტი nitra.sk
ნიტრა — სლოვაკეთი
ნიტრა

ნიტრა (უნგრ. Nyitra, გერმ. Neutra) — ქალაქი სლოვაკეთში, ნიტრის მხარისა და ნიტრის რაიონის ცენტრი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მდინარე ნიტრის ნაპირებზე, 84 800 მცხოვრებით მეხუთე ყველაზე დიდი ქალაქია სლოვაკეთში. ქალაქი იყო ნიტრის სათავადოს ცენტრი, რომელიც პრიბინას მმართველობისას შეუერთდა დიდ მორავიას. მოგვიანებით ნიტრის ციხესიმაგრის აშენების შემდეგ იგი გახდა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ცენტრი.

ნიტრა მთელი რეგიონის ცენტრია, სადაც ბევრი მნიშვნელოვანი დაწესებულებაა: სლოვაკეთის აგრარული უნივერსიტეტი, კონსტანტინე ფილოსოფოსის უნივერსიტეტი, ანდრეი ბაგარის თეატრი, სლოვაკეთის აგრარული მუზეუმი, სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტები და საგამოფენო არეალი „აგროკომპლექსი“.

ძვ. წ. VIII–V საუკუნეებში) ნიტრის ადგილზე დიდი დასახლება იყო. VII–VIII საუკუნეებში სლავების მოსვლის შემდეგ სლოვაკეთის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და კულტურული ცენტრი გახდა. IX საუკუნეში იყო ნიტრის სამთავროს ცენტრი. მადიარების თავდასხმების შემდეგ, X საუკუნის დამდეგს, საუფლისწულო სამთავრო გახდა. XIII საუკუნიდან ნიტრის ეპარქიას ეკუთვნოდა.[1]

  • STEINHÜBEL, Ján. Nitrianske kniežatstvo : počiatky stredovekého Slovenska : rozprávanie o dejinách nášho územia a okolitých krajín od sťahovania národov do začiatku 12.storočia. Bratislava : Veda, 2004. 576 s. ISBN 80-224-0812-3. (slovensky)
  • ABC kulturních památek Československa. Praha : Panorama, 1985. (Pyramida) Kapitola Nitra, s. 326–328.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 444.