ნაზოდელავოს მღვიმე
ნაზოდელავოს მღვიმე | |
---|---|
კოორდინატები: 42°30′21″ ჩ. გ. 42°13′16″ ა. გ. / 42.506083° ჩ. გ. 42.221194° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
აბსოლუტური სიმაღლე | 240 მ |
სიგრძე | 600 მ |
ტიპი | კარსტული |
ამგებელი ქანები | კონგლომერატი |
სურათები ვიკისაწყობში |
ნაზოდელავოს მღვიმე — კარსტული მღვიმე საქართველოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ხობისწყლის მარცხენა შენაკადის — ზანის ხეობის მარცხენა ფერდობზე, ზღვის დონიდან 240 მ სიმაღლეზე.[1]
გამომუშავებულია ნეოგენური ასაკის კონგლომერატებში. ჯამური სიგრძე 600 მ. ჰორიზონტალური, გამჭოლი მღვიმეა. იხსნება შესასვლელი დარბაზით, რომელიც წარმოადგენს სუბჰორიზონტული განტოტვილი ტალანის (გვირაბის) ბოლო ნაწილს. შესასვლელის სიმაღლე 12–15 მ, სიგანე 25 მ. 8 მ-ის შემდეგ ჭერის სიმაღლე კლებულობს და გვირაბში გადადის. კანიონი ღრმად არის ჩაჭრილი. მისი სიღრმე ზოგან 7–8 მ-ს აღწევს. პატარა კანიონის ორივე კიდეზე ტერასები გაუყვება.[2]
მთავარ ტალანს გამოეყოფა ორი გვერდითი განშტოება, რომლებიც მასთან შედარებით უფრო ვიწრო და მოკლეა. ერთ-ერთი ტალანი გამჭოლია და ზემო ბოლოთი სამზეოზე გადის. სამივე ხვრელის ჯამური სიგრძე 600 მ-ს ჭარბობს.[3]
ნაზოდელავოს მღვიმე ქიმიური ნალექებით ღარიბია. გვხვდება ჩანასახური წვრილი სტალაქტიტები, აგრეთვე ტრავერტინის დანაგროვები; მექანიკურიდან კონგლომერატული მასალა; ორგანოგენული ნალექებიდან გუანო. ჰავა დინამიურია.[4]
გაედინება მოზრდილი ნაკადი, რომლის სიღრმე 0,4 მ-ია. შესასვლელ მზით განათებულ დარბაზში იზრდება ბუჩქები და პატარა ხეებიც კი, რომელთა ფოთლების განლაგება მკვეთრად გამოხატულ ჰელიოტროპიას ამჟღავნებს. მღვიმესა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ზაფხულობით გვხვდება ხელფრთიანები. გავლა ადვილია. ბუნების ძეგლია.[3]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ კუკური წიქარიშვილი. საქართველოს კარსტული მღვიმეები, თბ., 2013, გვ. 73
- ↑ ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966
- ↑ 3.0 3.1 დაცული ტერიტორიების სააგენტო | ნაზოდელავოს მღვიმის ბუნების ძეგლი
- ↑ ტატაშიძე ზ., წიქარიშვილი კ., ჯიშკარიანი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009