შინაარსზე გადასვლა

მოქალაქეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოქალაქეები
მოქალაქეები
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ხელმძღვანელობა
თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი
ისტორია
დაფუძნდა 4 აგვისტო, 2020
წინამორბედი საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა
პოზიციები
იდეოლოგია პოპულიზმი
პროევროპულობა
პოლიტიკური პოზიცია ცენტრიზმი
წარმომადგენლობითობა
პარლამენტი
1 / 150
საკრებულოები
1 / 2 068
თბილისის საკრებულო
0 / 50
ფერები     
https://citizens.ge/index.php/ka

ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეებიპოლიტიკური პარტია საქართველოში, რომლის პრეზენტაციაც გაიმართა 2020 წლის 4 აგვისტოს. პარტიამ მონაწილეობა მიიღო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. პარტიის ლიდერია ალეკო ელისაშვილი.

2018 წლის 7 დეკემბერს ალეკო ელისაშვილმა დააფუძნა „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა“. მოძრაობის თანადამფუძნებლები იყვნენ: ლევან იოსელიანი და ვატო სურგულაძე. მაშინ ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავდა, რომ მოგვიანებით მოძრაობის პარტიად ფორმირება მომხდარიყო.[1] 2020 წლის 4 აგვისტოს ელისაშილმა პარტია „მოქალაქეები“ წარადგინა და ჩაერთო საარჩევნო კამპანიაში.[2]

2024 წლის 3 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პარტიამ ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილ „ქართულ ქარტიას“.[3]

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ 25 508 ხმა მოიპოვა და მოახერხა პარლამენტში შესვლა. პარტიიდან პარლამენტის წევრებად პარტიული სიით არჩეულნი იქნენ: ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი.[4] პარტიას ჰყავდა საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატები, მათ შორის იყო პარტიის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი რომელიც კენჭს საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა, სადაც პირველ ტურში ხმების 19,38% (14 181 ხმა) მიიღო. მეორე ტურს ელისაშვილმა, მთლიან ოპოზიციასთან ერთად გაყალბებული არჩევნების მოტივით გამოუცხადა ბოიკოტი, მიუხედავად ამისა მისი სახელი და გვარი დატანილი იყო ბიულეტენზე, მეორე ტურში მიიღო ხმების 10,08% (2770 ხმა).[5] გარდა ამისა პარტიას მაჟორიტარობის კანდიდატები წარდგენილი ჰყავდა #22 (ინდიკო ბერძენაძე, 469 ხმა, 0,57%), #24 (ოთარ ქერქაძე, 625 ხმა, 0,99%), #28 (გენრი დოლიძე, 1038 ხმა, 1,34%), #30 (გიორგი გაბაიძე, 349 ხმა, 0,59%) და #21 (დავით გიორგაძე, 541 ხმა, 0,7%) მაჟორიტარულ ოლქებში.

შედეგები არჩევნებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
არჩევნები ხმები % მანდატები +/– სტატუსი კოალიცია
2020 25 508 1,33
2 / 150
ახალი ოპოზიცია დამოუკიდებელი
2024 182 922 8,81
1 / 150
1 ოპოზიცია ძლიერი საქართველო
არჩევნები ხმები % მანდატები +/–
2021 14 669 0,83
1 / 2 068
ახალი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]