მისაქ მეწარენცი
იერსახე
მისაქ მეწარენცი | |
---|---|
სომხ. Միսաք Մեծարենց | |
დაბადების თარიღი | 19 იანვარი, 1886[1] |
დაბადების ადგილი | ბინკიანი, Mamuret-ul-Aziz Vilayet, ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 5 ივლისი, 1908 (22 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | კონსტანტინოპოლი, ოსმალეთის იმპერია |
დასაფლავებულია | Balıklı Armenian Cemetery |
საქმიანობა | პოეტი |
ენა | სომხური ენა |
ალმა-მატერი | მესრობიანის კოლეჯი, მერზიფონის ანატოლიის კოლეჯი და გეტრონაგანის სომხური უმაღლესი სკოლა |
მისაქ მეწარენცი (ნამდვილი გვარი მეწატურიანი) (დ. 19 იანვარი, 1886, სოფ. ბინკიანი, ხარბერდის ვილაიეთი, თურქეთი — გ. 5 ივლისი [ძვ. სტ. 22 ივნისი], 1908, კონსტანტინოპოლი) — სომეხი პოეტი. ლექსების წერა 1901-იდან დაიწყო. 1903-დან ნაწარმოებებს ბეჭდავდა პერიოდულ პრესაში. 1907 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნები „ცისარტყელა“, „ახალი სიმღერები“. ავტორია ლიტერატურული წერილებისა. მისაქ მეწარენცის პოეზიის მთავარი თემებია პატრიოტიზმი, ბუნება, მიჯნურობა, სოფელი; საგრძნობია პესიმიზმი და მისტიკა. მის შემოქმედებაზე გავლენა მოახდინა ფრანგულმა სიმბოლიზმა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 651.