ლიბერიის დროშა
ლიბერიის სახელმწიფო დროშა | |
---|---|
ლიბერია | |
მიღებულია | 26 ივლისი, 1847 |
პროპორცია | 10:19 |
სიმბოლიკა | ლიბერიის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმომწერები |
ლიბერიის სახელმწიფო დროშა — ლიბერიის სახელმწიფო სიმბოლო გერბთან და ჰიმნთან ერთად. ოფიციალურად დაამტკიცეს 1847 წლის 26 ივლისს. შეიცავს თერთმეტ ჰორიზონტალურ ზოლს, რომელთაგანაც ექვსი არის წითელი, ხოლო ხუთი — თეთრი. ზედა კუთხეში, ლურჯი ფერის მართკუთხედში, მოთავსებულია დიდი ზომის თეთრი ხუთქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც მოთავსებულია ცხრა ჰორიზონტალურ ზოლში[1].
სიმბოლიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თერთმეტი ჰორიზონტალური ზოლი დროშაზე გამოხატავს როგორც ლიბერიის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე, ისე - კონსტიტუციაზე, შესრულებულ თერთმეტ ხელმოწერას[2]. ფერები მიანიშნებს გამბედაობასა (წითელი) და მორალურ სიმტკიცეზე (თეთრი). თეთრი ვარსკვლავი წარმოადგენს პირველ დამოუკიდებელ სახელმწიფოს აფრიკაში, ხოლო ლურჯი ფონი — საკუთრივ აფრიკის კონტინენტს.
საოლქო დროშები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიბერია დაყოფილია თხუთმეტ ოლქად (საგრაფო), რომელთაგანაც თითოეულს თავისი განსხვავებული დროშა აქვს. თითოეულ მათგანს აერთიანებს მათზე დატანილი სახელმწიფო დროშა.
-
ბომის საგრაფო
-
ბონგის საგრაფო
-
გბარპოლუს საგრაფო
-
გრანდ-ბასის საგრაფო
-
გრანდ-კეიპ-მაუნტის საგრაფო
-
გრანდ-ჯიდეს საგრაფო
-
გრანდ-კრუს საგრაფო
-
ლოფის საგრაფო
-
მარგიბის საგრაფო
-
მერილენდის საგრაფო
-
მონტსერადოს საგრაფო
-
ნიმბის საგრაფო
-
რივერ-სესის საგრაფო
-
რივერ-გის საგრაფო
-
სინოს საგრაფო
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "Liberia Flag and Description".
- ↑ „HISTORY of LIBERIA“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-12. ციტირების თარიღი: 2018-01-08.