შინაარსზე გადასვლა

ლიანა მიქაშავიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიანა მიქაშავიძე
დაბადების თარიღი 28 სექტემბერი, 1939 (1939-09-28) (85 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მსახიობი
მშობლები მამა: ნიკოლოზ მიქაშავიძე

ლიანა მიქაშავიძე (დ. 28 სექტემბერი, 1939, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი თეატრის მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი, აფხაზეთის დამსახურებული არტისტი. კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი.

დაიბადა 1939 წლის 28 სექტემბერს ქალაქ თბილისში. დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი. წლების განმავლობაში იყო აფხაზეთის ქალთა საბჭოს წევრი თბილისში და ქალაქის საბჭოს დეპუტატი სოხუმში. აფხაზეთის ომის პირველი დღიდან იყო დაჭრილ მეომართა დახმარებისა და ხსნის კომიტეტის წევრი. დაჯილდოებულია ღირსების მედლით, ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილისათვის მინიჭებული აქვს „მოამაგე“-ს წოდება.

შესრულებული აქვს როლები: ლელა („მთაში ნათქვამი“), მზევინარი („მოკვეთილი“), ფლორელა („ცეკვის მასწავლებელი“), ჯები ედოლბორტი („მარიამ ტიუდორი“), დედოფალი („სამი მუშკეტერი“), ეკა შერვაშიძე („ჰაკი აძბა“), დარეჯანი („მარიამ დედოფალი“), ნუციკო („სანამ ურემი გადაბრუნდება“), ანიკო („მარადისობის კანონი“), პეპენელა („მილიონრები“) და სხვა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]