ლევან გოკიელი
ლევან გოკიელი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 20 ნოემბერი (3 დეკემბერი), 1901 |
დაბ. ადგილი | ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1] |
გარდ. თარიღი | 3 იანვარი, 1975 (73 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, სსრკ[2] |
დასაფლავებულია | საბურთალოს პანთეონი[2] |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
საქმიანობა | მათემატიკოსი |
მუშაობის ადგილი | საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი[3] |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი[4] |
სამეცნიერო ხარისხი | ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | ლენინის ორდენი[2] , ღირსების ორდენი[2] და მედალი „შრომითი წარჩინებისათვის“[5] |
ლევან პეტრეს ძე გოკიელი (დ. 3 დეკემბერი [ძვ. სტ. 20 ნოემბერი], 1901, ქუთაისი — გ. 3 იანვარი, 1975, თბილისი) — ქართველი მათემატიკოსი და ლოგიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1961), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1944). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1936).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1924 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1935-1948 წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში, 1948-1953 წწ. კი – ამავე აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში. გოკიელი იყო საქართველოს მათემატიკის საზოგადოების პრეზიდენტი (1967-1970), აგრეთვე რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციის წევრი. მისი ძირითადი შრომები ეხება მათემატიკის ფილოსოფიურ და ლოგიკურ, მათემატიკის ისტორიის, აგრეთვე ლოგიკისა (დიალექტიკური ლოგიკა) და მისი ფილოსოფიის დაფუძნების საკითხებს.
ლევან გოკიელმა შეიმუშავა ე.წ. „ძირეული დასკვნების“ თეორია, რომელიც, მისი აზრით, საფუძვლად უნდა დაედოს ერთიან ლოგიკას; ამ თეორიის საფუძველზე მან ახსნა მათემატიკური და ლოგიკური პარადოქსები. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და მედლებით.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სიმრავლეთა თეორიის დაფუძნების საკითხები, ტფ., 1934;
- მათემატიკური ანალიზის შესავალი, თბ., 1938;
- მათემატიკის საფუძვლები, თბ., 1957;
- О природе логического, Тб., 1958;
- Логика, т. 1–2, Тб., 1965–67.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 206.
- მჭედლიშვილი ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 81.
- ჭოღოშვილი გ., ლევან გოკიელი, თბ., 1976.
- ↑ MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 http://openlibrary.ge/bitstream/123456789/8902/1/Gokieli%20_%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2_.pdf — გვ. 29.
- ↑ http://openlibrary.ge/bitstream/123456789/8902/1/Gokieli%20_%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2_.pdf
- ↑ http://openlibrary.ge/bitstream/123456789/8902/1/Gokieli%20_%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2_.pdf — გვ. 23.
- ↑ http://openlibrary.ge/bitstream/123456789/8902/1/Gokieli%20_%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2_.pdf — გვ. 33.
- Pages with image sizes containing extra px
- დაბადებული 3 დეკემბერი
- დაბადებული 1901
- ქუთაისში დაბადებულები
- გარდაცვლილი 3 იანვარი
- გარდაცვლილი 1975
- თბილისში გარდაცვლილები
- ლენინის ორდენის კავალრები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- შრომითი წარჩინებისათვის მედლით დაჯილდოებულები
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტები
- ქართველი მათემატიკოსები
- გოკიელები