კუკუნორი
იერსახე
კუკუნორი | |
---|---|
ჩინ.: 青海湖, მონღ. Хөх нуур | |
კოორდინატები: 37° ჩ. გ. 100° ა. გ. / 37° ჩ. გ. 100° ა. გ. | |
მდებარეობა | ჩინეთი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 3205 მ |
ფართობი | 4,2 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 38 მ |
კუკუნორი, ცინხაი (ჩინ.: 青海湖, მონღ. Хөх нуур — ლურჯი ტბა) — უდიდესი გაუდინარი ტბა ცენტრალურ აზიაში, ჩინეთში. ფართობი 4,2 ათ. კმ². სიგრძე დაახლოებით 105 კმ, სიგანე 65 კმ-მდე. მაქსიმალური ცნობილი სიღრმე 38 მ. მდებარეობს ზღვის დონიდან 3205 მ სიმაღლეზე. ნაპირები სუსტადაა დანაწევრებული. განვითარებულია ძველი ტბიური ტერასები (50 მ სიმაღლემდე).
ფსკერი ძირითადად დაკავებულია შლამით. ერთვის 23 მდინარე. ზაფხულობით წყალი თბება 18-20 °C. ნოემბრიდან მარტამდე გაყინულია. მშრალ პერიოდში ტბის მინერალიზაცია აღწევს 11,3 გრ/ლ. მოიპოვება თევზი.
კუკუნორის ტბა ევროპელებიდან პირველად გამოიკვლია ნიკოლოზ პრჟევალსკიმ 1872 წელს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (ჩინური) კუკუნორის ტბა — ოფიციალური საიტი დაარქივებული 2018-12-26 საიტზე Wayback Machine.
- (ჩინური) კუკუნორის ტბა — ოფიციალური საიტი დაარქივებული 2009-07-25 საიტზე Wayback Machine.
- (ინგლისური) კუკუნორის ტბა
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 63.