კონსტანტინოპოლის ალყა — არაბთა მიერ მეორე უშედეგო მცდელობა, დაეკავებინათ ბიზანტიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი. მიმდინარეობდა 717-718 წლებში. ეს ალყა იყო არაბთა ოცწლიანი წარმატებული ომის კულმინაცია. ამ დროს ბიზანტიელთა ძალა შესუსტებული იყო შიდა არეულობების შედეგად. 716 წელს ბიზანტიურ მცირე აზიაში მასლამა იბნ აბდ ალ-მალიკი შეიჭრა. მათ სურდათ სამოქალაქო არეულობებში გახვეული ბიზანტიის იმპერატორ თეოდოსიუს III-ის წინააღმდეგ აჯანყებული ლეონ ისავრიელი გამოეყენებინათ, თუმცა ლეონმა ეს კავშირი ტახტის ხელში ჩასაგდებად გამოიყენა.
არაბთა არმიამ ზამთარი მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროზე გაატარა. 717 წლის გაზაფხულზე ისინი შეიჭრნენ თრაკიაში და ბლოკადაში მოაქციეს კონსტანტინოპოლი, რომელსაც მასიური თეოდოსიუსის კედლები იცავდა. ბიზანტიელებს ასევე ბულგარეთის ხანი ტერველი ეხმარებოდა. არაბთა ფლოტი ბიზანტიელებმა „ბერძნული ცეცხლის“ წყალობით მალევე გაანადგურეს. მძიმე ზამთრის და ფლოტის დახმარების გარეშე არაბთა სახმელეთო არმია შიმშილმა და დაავადებებმა მოიცვა. მათ დასახმარებლად გამოგზავნილი ფლოტიც განადგურდა. 718 წლის 15 აგვისტოს არაბებმა ალყა მოხსნეს.
კონსტანტინოპოლის ალყის შემდეგ ძლიერ შესუსტდა არაბთა ლაშქრობები ბიზანტიის წინააღმდეგ.
Blankinship, Khalid Yahya (1994). The End of the Jihâd State: The Reign of Hishām ibn ʻAbd al-Malik and the Collapse of the Umayyads. Albany, New York: State University of New York Press. ISBN 0-7914-1827-8.
Brandes, W. (2007). "Die Belagerung Konstantinopels 717/718 als apokalyptisches Ereignis. Zu einer Interpolation im griechischen Text der Pseudo-Methodios-Apokalypse". In Belke, K. Byzantina Mediterranea: Festschrift für Johannes Koder zum 65. Geburtstag (in German). Vienna: Böhlau. pp. 65–91. ISBN 3205776089.