შინაარსზე გადასვლა

კიტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კიტო
ესპ. Quito
San Francisco de Quito

ზემოდან საათის ისრის მიმართულებით: ქუჩა ლა-რონდა, იესოს საზოგადოების ეკლესია, ელ-პანესილიო - ხედი ჩრდილოეთი კიოტოდან, ეკვადორის მთავრობის სახლი, კიტოს ცენტრალური ნაწილი, ლა-კაროლინას პარკი და წმინდა ფრანსისკის ეკლესია
დროშა გერბი

ქვეყანა ეკვადორის დროშა ეკვადორი
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 00°15′00″ ს. გ. 78°35′00″ დ. გ. / 0.25000° ს. გ. 78.58333° დ. გ. / -0.25000; -78.58333
ქალაქის მერი პაკო მონკაიო
დაარსდა 6 დეკემბერი, 1534
ფართობი 324 კმ²
ცენტრის სიმაღლე 2 850
ოფიციალური ენა ესპანური ენა და Quichua
მოსახლეობა 1 978 376 კაცი (2019)
სიმჭიდროვე 4313,9 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი +593 2
საფოსტო ინდექსი P01
ოფიციალური საიტი quito.gob.ec
კიტო — ეკვადორი
კიტო
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 2
ინგლ.რუს.ფრ.

კიტო (ესპ. Quito) — ეკვადორის დედაქალაქი. ქვეყნის ყველაზე პოპულარული ქალაქი.[1] ქალაქის ცენტრი ზღვის დონიდან 2800 მეტრზე მდებარეობს, შესაბამისად კიტო ყველაზე მაღლა მდებარე დედაქალაქებს შორის მეორეა (ლა-პასის შემდეგ). არის ეკვატორთან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქი.[2] მდებარეობს სამხრეთი ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდინარე გაულაბამბას ბასეინის გასწვირ, ვულკან პიჩინჩას აღმოსავლეთ ფერდობზე,[3] აქტიურ სტრატოვულკანურ ანდების მთებში.

2008 წელს ქალაქი მოეწყო, როგორც სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირის მთავარი ოფისი.[4]

კიტოს ისტორიული ცენტრი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ყველაზე ნაკლებად შეცვლილი და საუკეთესოდ დაცული ადგილია ამერიკაში.[5] კიტო და კრაკოვი (პოლონეთი) იყო პირველი ტერიტორიები, რომლებიც იუნესკომ, 1978 წელს, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობად გამოაცხადა.[5] ქალაქის ცენტრალური მოედანი მდებარეობს ეკვატორიდან 25 კმ-ით სამხრეთით; კიტოს მხოლოდ 1 კმ მონაკვეთი ხვდება 0 გრადუს განედში, სადაც აღმართულია სპეციალური მონუმენტი და მუზეუმი, რასაც ადგილობრივები უწოდებენ la mitad del mundo (მსოფლიოს შუაგული). მის არქიტექტურაში ჰარმონიულადაა შერწყმული ესპანური, ჰოლანდიური და ინდიელების შენობების სტილი.

კიტო მდებარეობს ეკვადორის მთიანეთის ჩრდილოეთით, მდინარე გაულაბამბას აუზის გასწვრივ. ქალაქი აგებულია გრძელ პლატოზე, რომელიც მდებარეობს ვულკან პიჩინჩას აღმოსავლეთ ფერდობზე. გაულამბამბას ხეობა, სადაც კიტო მდებარეობს, ვულკანებით არის შემოსაზღვრული; ზოგი მათგანი თოვლით არის დაფარული და მოწმენდილ დღეს ქალაქიდანაც ჩეიძლება მათი დანახვა. არის ეკვატორთან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქი. კიტოს საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 2,820 მეტრია.[6]

ახლომდებარე ვულკანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვულკან პიჩინჩას ხედი კიტოდან

კიტოსთან ყველაზე ახლოს მდებარე ვულკანი არის პიჩინჩა, რომელიც ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. კიტო ერთადერთი დედაქალაქია, რომელიც აქტიურ ვოლკანთან ასე ახლოს აშენდა.[7] ვულკან პიჩინჩას რამდენიმე მწვერვალი გააჩნია; მათ შორისაა: რუკუ პიჩინჩა (ზღვის დონიდან 4700 მეტრი) და გუაგუა პიჩინჩა (ზღვის დონიდან 4794 მეტრი).

პიჩინჩა აქტიური ვულკანია, რომელსაც ეროვნული პოლიტექნიკური სკოლის გეოგრაფიული ინსტიტუტის ვულკანოლოგები ამოწმებენ. უდიდესი ამოფრქვევა მოხდა 1660 წელს, როცა ქალაქი 25 სანტიმეტზე მეტი სისქის ფერფლმა დაფარა.[8] XIX საუკუნეში მოხდა სამი მცირე ამოფრქვევა. უკანასკნელი ამოფრქვევა დაფიქსირდა 1999 წლის 5 ოქტომბერს; კვამლი ქალაქიდანაც შეამჩნიეს; აგრეთვე ქალაქმდე მოაღწია ფერფლის დიდმა ოდენობამაც.[9]

ქალაქზე გავლენის მოხდება სხვა მიმდებარე ვულკანებსაც შეუძლია. 2002 წლის ნოემბერში ვულკანმა რევენტადორმა იფეთქა და ქალაქი თხელი ნაცრის ნაწილაკებით დაიფარა; ფენის სისქემ რამდენიმე სანტიმეტრს მიაღწია.[10]

კიტოს აღმოსავლეთით, გაულამბამბას ველის დასავლეთით მდებარეობს ცენტრალური კორდილიერების (სამეფო კორდილერები) რამდენიმე ვულკანი; მათ შორისაა: ილინზა, ატაკაზო და პულულაჰა (მდებარეობს პულულაჰას გეობოტანიკური ნაკრძალის ტერიტორიაზე).[11]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით კიტოს სამხრეთ ნაწილი ხასიათდება სუბტროპიკული მაღალმთიანი კლიმატით, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილი თბილ-ზაფხულის ხმელთაშუა ზღვის კლიმატით. ეკვატორზე მისი ადგილმდებარეობისა და სიმაღლის გამო, კიტოს ახასიათებს საკმაოდ გრილი კლიმატი. შუადღის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა 21.4 °C-ია, ხოლო ღამის მინიმალური ტემპერატურა საშუალოდ - 9.8 °C.[12] წლიური საშუალო ტემპერატურა 15.6 °C-ია.[13] გამოიყოფა ორი სეზონი: მშრალი სეზონი და წვიმების სეზონი. მშრალი სეზონი, ივნისიდან სექტემბრამდე (4 თვე), მოიხსენიება როგორც ზაფხული; ხოლო წვიმების სეზონი, ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით (8 თვე), ზამთარად არის მოხსენიებული. ადგილმდებარეობიდან გამომდინარე წლიუქი ნალექების ოდენობა დაახლოებით 1,000 მმ-ია.

ზღვის დონიდან ქალაქის სიმაღლის გამო, კიტო, მსოფლიოს ქვეყნებთან შედარებით, მზისგან ყველაზე დიდი რაოდენობით იღებს რადიაციულ სხივებს; ამის გამო დღის განმავლობაში UV ინდექსი ზოგჯერ 24-საც კი აღწევს.[14][15]

ის ფაქტი, რომ კიტო თითქმის ეკვატორზე მდებარეობს, ნიშნავს, რომ მაღალი წნევას აქ ძალზე იშვიათად ვხვდებით. წნევა სტაბილურია, ამის გამო როგორც ძალიან მაღალ, ისე ძალიან დაბალ წნევას აქ თითქმის ვერ ვხვდებით. 2010 წლის 1 ივლისიდან 2011 წლის 30 ივნისამდე დაფიქსირებულ წნევის მაჩვენებლებს შორის ყველაზე დაბალი 998.2 ჰპა იყო, ხოლო ყველაზე მაღალი 1,015.2 ჰპა. ჩვეულებრივ, წნევა მაქსიმალურ მაჩვენებელს შუაღამისას, ხოლო მინიმალურს შუადღისას აღწევს.[16]

ტოპოგრაფიული ზონები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიტო დაყოფილია ტერიტორიად, რომლებიც ერთმანეთისგან გორაკებით არის გამოყოფილი. მათ შორისაა:

  • ცენტრი: მოიცავს კოლონიურ ძველ ქალაქს.
  • სამხრეთი: ძირითადად არის ინდუსტრიული და საცხოვრებელი ადგილი; მშრომელთა კლასის საცხოვრებელი ტერიტორია.
  • ჩრდილოეთი: თანამედროვე კიტო, სადაც მდებარეობს მაღლივი კორპუსები, სავაჭრო ცენტრები, მაღალი დონის საცხოვრებელი ადგილები; არის ფინანსური უბანი; აგრეთვე არის მშრომელთა კლასის საცხოვრებელი ტერიტორიაც.
ქალაქის ისტორიულ ცენტრში მდებარე ელ საგრარიოს ეკლესია

კიტოს ისტორიული ცენტრი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ყველაზე ნაკლებად შეცვლილი და საუკეთესოდ დაცული ადგილია ამერიკაში.[5] ეს ცენტრი, კრაკოვის ისტორიულ ცენტრთან ერთად, პირველი იყო, რომელიც იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადა 1978 წლის 18 სექტემბერს. კიტოს ისტორიული ცენტრი მდებარეობს დედაქალაქის ამჟამინდელი ცენტრის სამხრეთით, გადაჭიმულია 320 ჰექტარ ფართობზე (790 ჰექტარი) და ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული მხარეა. ცენტრში 130 მონუმენტური შენობაა განთავსებული. [წყარო არ არის მითითებული 1586 დღე]

პრეზიდენტის სასახლე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პრეზიდენტის სასახლე

პრეზიდენტის სასახლე ეკვადორის რესპუბლიკის მთავრობის ადგილსამყოფელია, რომელიც კიტოს ისტორიულ ცენტრში მდებარეობს. მთავარეპისკოპოსის სასახლესთან, მუნიციპალური სასახლესთან, სასტუმრო პლაზა გრანდესა და მიტროპოლიენის ტაძართან ერთად სასახლე გადაჰყურებს დამოუკიდებლობის მოედნად, ან „პლაზა გრანდედ“ (კოლონიური სახელი) წოდებულ დიდ საზოგადოებრივ სივრცეს. რესპუბლიკური პერიოდის განმავლობაში თითქმის ყველა პრეზიდენტი ქვეყანას ამ ადგილიდან მართავდა. პრეზიდენტის რეზიდენცია მდებარეობს სასახლის მესამე სართულზე, ადმინისტრაციულ ოფისებთან ერთად. რეზიდენცია არის მდიდრული კოლონიური სტილის ბინა, რომელშიც პრეზიდენტი და მისი ოჯახი ცხოვრობდა.

კიტოს ტაძარი არის ქალაქის კათოლიკური საზოგადოებისთვის სულიერი ღირებულების ერთ-ერთი უდიდესი რელიგიური სიმბოლო. კონსტრუქციის მშენებლობა 1562 წელს დაიწყო; კიტოს ეპარქია ჩვიდმეტი წლის შემდეგ, 1545 წელს შეიქმნა. ეკლესიის შენობის მშენებლობა 1806 წელს, პრეზიდენტ ბარონ ჰექტორ დე კარონდეტელის წინამძღოლობის პერიოდში, დასრულდა.[17]

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოვლენა, რომელიც ამ ტაძარში მოხდა, არის 1877 წლის 30 მარტს, დიდ პარასკევს, კიტოს ეპისკოპოს, ჟოზე იგნასიო-ჩერა-ბარბას მკვლელობა, რომელიც ნაკურთხ ღვინოში შერეული საწამლავით მოკლეს. ტაძარის ტერიტორიაზე მდებარეობს გრანდ მარშალ ანტონიო ხოსე დე საქრესა და რამდენიმე რესპუბლიკის პრეზიდენტის, ასევე აქ დაღუპული ეპისკოპოსებისა და მღვდლების საფლავები. ტაძარი თავისუფლების მოედნის სამხრეთ მხარეს მდებარეობს.[18]

სან-ფრანცისკოს ეკლესია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სან-ფრანცისკოს ეკლესია არის ლათინური ამერიკის ქალაქების ისტორიულ ცენტრებს შორის უდიდესი შემორჩენილი არქიტექტურული ჯგუფი. ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 1550 წელს, პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივი ამერიკელები საქონელგაცვლას აწარმოებდნენ.

ელ-საგრარიოს ეკლესია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელ-საგრარიოს ეკლესია (Iglesia de El Sagrario) კოლონიურ ეპოქაში იყო კიტოს ერთ-ერთი უდიდესი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა. აშენდა XVII საუკუნის ბოლოს; ეკლესიის კონსტრუქცია იტალიური რენესანსის სტილის არის. მის ცენტრალურ თაღს მივყავართ გუმბათქვეშ, ფრესკებთან, რომლებზეც გამოსახულია მთავარანგელოზები და სხვადასხვა მომენტი ბიბლიიდან; აღნიშნული ფრესკები ფრანცისკო ალბანმა შექმნა. „ლეგარდას“ მიერაა მოოქროვილი საკურთხეველი. ეკლესია მდებარეობს გარსია მორნოს ქუჩაზე, კიტოს ტაძრის მახლობლად.[19]

ელ-პანესილიო არის ქალაქის შუა დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 3,016 მეტრი სიმაღლეზე, მდებარე მთა. მთის მწვერვალზე მდებარეობს ღვთისმშობლის ძეგლი; მისი დანახვა შესაძლებელია კიტოს უმეტესი ნაწილიდან. 1976 წელს ესპანელ მხატვარს, აგუსტინ დე ლა ჰარემ მატორას, რელიგიური ბრძანებით დაევალა 41 მეტრის სიგრძის ალუმინის მადონას ქანდაკების აშენება, რომელიც ელ-პანესილიოს მწვერვალზე, მაღალ კვარცხლბეკზე, უნდა მდგარიყო. აღნიშნულ გორაკზე მდგარი ღვთისმშობლის ქანდაკება 1732 წელს ბერნარდო დე ლაგერდას მიერ შექმნილი ქანდაკების რეპლიკაა; ამის გამო, აღნიშნულ ძეგლს ორ სახელს, ლეგარდას ღვთისმშობელს ან პანესილიოს ღვთისმშობელს უწოდებენ.

ეკვადორის უმაღლესი განათლების ეროვნული საბჭოს (CONESUP) თანახმად, ეს არის უნივერსიტეტები, რომლებიც ქალაქ კიტოს მახლობლად ან მის გარშემო, 2006 წლამდე დაარსდა:[20]

ქალაქ კიტოს ჩრდილოეთით მდებარე ლათინური ამერიკის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი FLACSO-ს უნივერსიტეტის შენობები
უნივერსიტეტი დაარსების თარიღი
ეკვადორის ცენტრალური უნივერსიტეტი 18/03/1826
ეროვნული პოლიტექნიკური სკოლა 27/08/1869
ეკვადორის საკათედრო უნივერსიტეტი 04/11/1946
კვლევების ეროვნული უნივერსიტეტი 20/06/1972
ლათინური ამერიკის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 16/12/1974
არმიის უმაღლესი პოლიტექნიკური სკოლა E.S.P.E. 08/12/1977
ეკვატორის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი 18/02/1986
სიმონ ბოლივარ ანდესის უნივერსიტეტი 27/01/1992
Internacional SEK 30/06/1993
კიტოს სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტი 25/10/1988
ამერიკის უნივერსიტეტი 29/11/1995
ეკვადორის საერთაშორისო უნივერსიტეტი 30/08/1996
წყნარი ოკეანის უნივერსიტეტი: ბიზნესის სკოლა 18/12/1997
ტურისტული სპეციალობების უნივერსიტეტი 31/03/2000
ნახევარსფეროების უნივერსიტეტი 20/05/2004
სალესიანას პოლიტექნიკური უნივერსიტეტი 05/08/1994

ეკვადორის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ბიბლიოთეკა არის კიტოში მდებარე ცენტრალური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა. იგი დაარსდა 1586 წელს და მის მფლობელობაშია 170,000 წიგნების სერია.

Estadio Casa Blanca - კიტოს უახლესი სტადიონი, კიტო LDU-ს საშინაო მოედანი.

კიტოში აქვს განლაგებული ძირითადი სათაო ოფისები ქვეყნის შვიდ ცნობილ ფეხბურთის კლუბს. ქალაქის ყველაზე პოპულარულ კლუბებს (კიტო L.D.U., ელ ნასიონალი) ქვეყნის ეროვნული ჩემპონობა 28-ჯერ აქვთ მოპოვებული. ქალაქის პირველი გუნდები, რომლებმაც ეროვნულ ლიგაში ითამაშეს, არიან კიტო დეპორტივო და აუკასი. კიტო L.D.U არის ერთადერთი კლუბი, რომელსაც ოთხი კონტინენტური ტიტული აქვს მოგებული. ეკვადორის ისტორიაში მეორე ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ელ-ნასიონალია.

ქალაქის პროფესიონალურ გუნდებში შედიან: კიტოს ამერიკა, აუკასი, კიტო L.D.U., ელ ნასიონალი, კიტო დეპორტივო, ESPOLI, კათოლიკური უნივერსიტეტი.

ქალაქის გეოგრაფიული მდებარეობის გამო, კიტოს ყველა სტადიონი ზღვის დონიდან დაახლოებით 2,800 მეტრი სიმაღლეზე მდებარეობს, რაც ადგილობრივ გუნდებს სხვა ქვეყნის კლუბებისა თუ ნაკრებების წინააღმდეგ დიდ უპირატესობას ანიჭებს; ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რომლის საშუალებითაც ეკვადორმა გასული ორი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა მოახერხა.[21]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. "Quito se convirtió en la ciudad más poblada del Ecuador con más de 2,7 millones de habitantes en el 2018". Grupo El Comercio. Retrieved November 14, 2019.
  2. "Contact Us დაარქივებული 2009-12-26 საიტზე Wayback Machine. ." TAME. Retrieved on March 14, 2010.
  3. Contacto es. Petroecuador. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-07. ციტირების თარიღი: 2020-07-28.
  4. „Security Watch: South American unity“. International Relations and Security Network. ციტირების თარიღი: August 1, 2008. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  5. 5.0 5.1 5.2 City of Quito – UNESCO World Heritage. Whc.unesco.org. ციტირების თარიღი: 2010-04-30.
  6. Quito Ecuador Travel Guide - Altitude, Hotels, Airport, Tours. ecuadorexplorer.com. ციტირების თარიღი: 22 November 2016.
  7. Chris Beall. Ecuador's top 10 volcanic experiences – travel tips and articles. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-21. ციტირების თარიღი: 2013-03-12
  8. Naumova, En; Yepes, H; Griffiths, Jk; Sempértegui, F; Khurana, G; Jagai, Js; Játiva, E; Estrella, B (July 2007). „Guagua Pichincha“. Environmental health : a global access science source. National Environmental Satellite, Data, and Information Service. 6 (1): 21. doi:10.1186/1476-069X-6-21. ISSN 1476-069X. PMC 1947976. PMID 17650330. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 15, 2008. ციტირების თარიღი: August 2, 2008.
  9. Guagua Pichincha. Operational Significant Event Imagery. National Oceanic and Atmospheric Administration. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-15. ციტირების თარიღი: 2013-03-28.
  10. Le Pennec, J-L. (2006), „Characteristics and impacts of recent ash falls produced by Tungurahua and El Reventador volcanoes, Ecuador“, Fourth Conference, Cities on Volcanoes, http://www.igepn.edu.ec/PUBLICACIONES/2006/LePennec459.pdf დაარქივებული 2008-10-30 საიტზე Wayback Machine. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-30. ციტირების თარიღი: 2020-07-28.
  11. Geography. ციტირების თარიღი: March 29, 2013
  12. „Weather“. Sitio Oficial Turístico de Quito. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 19, 2011. ციტირების თარიღი: August 2, 2008. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  13. „Average weather for Quito“. The Weather Channel. ციტირების თარიღი: August 2, 2008. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  14. Radiación UV nociva en Guayaquil y Quito. El gran Guayaquil. ციტირების თარიღი: 29 September 2014.
  15. Alertan sobre rayos UV en Quito. Metro Ecuador. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-06. ციტირების თარიღი: 29 September 2014.
  16. Yanahuaico Weather – Personal Weather Station: IPICHINC3 by Wunderground.com – Weather Underground. wunderground.com.
  17. www.ecuador.com მეტროპოლიტენის კიტოს ტაძარი
  18. www.ecuador.com მეტროპოლიტენის კიტოს ტაძარი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-29. ციტირების თარიღი: 2020-07-29.
  19. ელ საგრარიოს ეკლესია www.malaga.es-ზე
  20. Consejo Nacional de Educación Superior del Ecuador. Conesup.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 11, 2010. ციტირების თარიღი: April 30, 2010.
  21. Quito Sports. studylanguages.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი 2017. ციტირების თარიღი: 22 November 2016.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: