კირა მებუკე
კირა მებუკე (დ. 19 მაისი, 1952 — გ. 18 იანვარი, 2019) — ქართველი მოცეკვავე, მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1987)[1]; პირველი ქართველი მიმი ქალი-მსახიობი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დრამის სამსახიობო ფაკულტეტი (1974). 1970 წლიდან მუშაობდა პანტომიმის სახელმწიფო თეატრის წამყვან მსახიობად, 1982 წლიდან — მთავარი რეჟისორად. შესრულებული აქვს 20-ზე მეტი როლი, პანტომიმის თეატრში დადგმული აქვს 4 სპექტაკლი და 15 ნოველა. თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის და სოხუმის დრამატული თეატრების სცენაზე უზრუნველყოფდა სპექტაკლის სადადგმო ნაწილს პლასტიკასა და ქორეოგრაფიაში. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც. 1983 წლიდან ასწავლიდა პანტომიმას და პლასტიკას შოთა რუსთაველის თეატრალურ უნივერსიტეტში (2004 – დოცენტი, 2006 – ასოცირებული პროფესორი). მიღებული აქვს პრიზი ქალის საუკეთესო როლის შესრულებისათვის (1979) და ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის მედალი (ქართული თეატრის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის, 2018), ასევე სახელმწიფო ჯილდოები: ღირსების მედალი (1999) და ღირსების ორდენი (2002). მებუკე იყო ქართული პროფესიონალური პანტომიმის სკოლის ფუძემდებელის, ამირან შალიკაშვილის მეუღლე. გარდაიცვალა 2019 წელის 18 იანვარს. დაკრძალულია მახათას პანთეონში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.67.