შინაარსზე გადასვლა

კანტონი 10

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კანტონი
კანტონი 10
ხორ. Županija 10
ბოსნ. Kanton 10
სერბ. Кантон 10
გერბი

ქვეყანა ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა
ადმ. ცენტრი Livno
კოორდინატები 43°47′42″ ჩ. გ. 17°02′24″ ა. გ. / 43.79500° ჩ. გ. 17.04000° ა. გ. / 43.79500; 17.04000
ფართობი 4934,1 კმ²
მოსახლეობა 79 879 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 16,19 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCUTC+2
ოფიციალური საიტი vladahbz.com
კანტონი 10 — ბოსნია და ჰერცეგოვინა
კანტონი 10

კანტონი 10 (ხორ. Županija 10; ბოსნ. Kanton 10; სერბ. Кантон 10) — ბოსნია და ჰერცეგოვინის შემადგენლობაში შემავალი ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაციის 10 კანტონიდან ერთ-ერთი.

ადგილობრივ დონეზე კანტონს უწოდებენ ჰერცეგბოსნიას (ხორ. Hercegbosanska županija)[1], მაგრამ ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აღნიშნული სახელწოდება არაკონსტიტუციურია, რადგან სახელწოდება შეიცავდა ბოსნიის ომის პერიოდში არსებული ხორვატული სახელმწიფოს, ჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკის სახელწოდებას. [2] კანტონს ასევე უწოდებენ დასავლეთ ბოსნიის კანტონს (ბოსნ. Zapadnobosanski kanton) მდებარეობის გამო და ლივნოს კანტონს (ბოსნ. Livanjski kanton) ადმინისტრაციული ცენტრის გამო.

კანტონი მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. კანტონის ადმინისტრაციული ცენტრია ლივნო. კანტონი შედგება 6 თემისაგან. 2003 წლისათვის კანტონის მოსახლეობის 79 %-ს შეადგენდნენ ხორვატები, 12,4 %-ს - სერბები, ხოლო 8,2 % - ბოსნიელები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]