შინაარსზე გადასვლა

კანტაკუზენები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კანტაკუზენები (ბერძ. Καντακουζηνός) — ფეოდალური საგვარეულო ბიზანტიაში. დაწინაურდა XI საუკუნის ბოლოს. ფლობდნენ უზარმაზარ მამულებს თრაკიასა და სამხრეთ საბერძნეთში. ეკავათ მაღალი სამოხელეო თანამდებობები. განსაკუთრებით გაძლიერდნენ XIV საუკუნეში.