კაკლუჭა
იერსახე
კაკლუჭა (ლათ. nucula) — ერთთესლიანი უხსნელი ნაყოფი, რომელიც შედის აპოკარპული ნაყოფის — ნაყოფედის შემადგენლობაში (მაგ., ბაია). ზოგჯერ კაკლუჭას უწოდებენ სხვა მცირე ზომის ერთთესლიან ნაყოფს (შავთარას „აპოკარპული კაკლუჭა“, წიწიბურას „ლიზიკარპული კაკლუჭა“), აგრეთვე შავწამალასებრთა და ტუჩოსანთა ერემებს და რძიანასებრთა მერიკარპიუმებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 324-325.
|