ისმაილ ომარ გელე
ისმაილ ომარ გელე | |
ჯიბუტის პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 8 მაისი, 1999 |
წინამორბედი | ჰასან გულედ აპტიდონი |
დაბადებული | 27 ნოემბერი, 1947 დირე-დაუა, ეთიოპია |
ისმაილ ომარ გელე (ფრანგ. Ismaïl Omar Guelleh; არაბ. اسماعيل عُمر جليه; დ. 27 ნოემბერი, 1947, დირე-დაუა, ეთიოპია) — ჯიბუტის პოლიტიკური მოღვაწე. ჯიბუტის პრეზიდენტი 1999 წლიდან. თანამდებობაზე შეცვალა ბიძამისი ჰასან გულედ აპტიდონი.
დაიბადა ეთიოპიაში. ჯიბუტში მისი ოჯახი გადმოვიდა 60-იანი წლებში და დაიწყო სამსახური პოლიციაში.
1990-იანი წლების ბოლოს ჯიბუტის ეკონომიკამ დაიწყო მკვეთრი დაცემა, რამაც აპტიდონი აიძულა თავის შემცვლელად დაესახელებინა საკუთარი ძმისშვილი, რომელიც კანდიდატად დაასახელა 1999 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. მიიღო ხმეების 73 % და დაიკავა ქვეყნის მეთაურის თანამდებობა. 2005 წელს კი იყო ერთადერთი კანდიდატი და მიიღო ხმების 100 %.
2011 წლის თებერვალ-მარტში ქვეყანაში მიმდინარეობდა ანტისამტავრობო საპროტესტო აქციები პრეზიდენტ ისმაილ ომარ გელეს გადადგომის მოთხოვნით.[1]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პრეზიდენტის ბიოგრაფია დაარქივებული 2008-06-04 საიტზე Wayback Machine.